თბილისი (GBC) – ISET Policy Institute-ის ინფორმაციით, საქართველოში ტექნიკური განათლების მიმღები გოგოების პროცენტული წილი 46%-ით ჩამორჩება ბიჭების წილს.

ISET Policy Institute-ის თქმით, ტექნიკური განათლება ხელს უწყობს ქალების მაღალანაზღაურებად სექტორებში დასაქმებას, რაც საბოლოოდ ქალების ეკონომიკურ გაძლიერებაზე აისახება.