თბილისი (GBC) - ბაზისბანკმა ლარის დეპოზიტებზე სარგებელი გაზარდა. ნოემბრის ცვლილებით, ლარის ერთწლიანი ანაბრის (ვადის ბოლოს გატანის პირობით) წლიური სარგებელი 10.95%-ით განისაზღვრა.

ბანკში აცხადებენ, რომ ეფექტური განაკვეთი 10.96%-ია, რაც მათივე განმარტებით იმას ნიშნავს, რომ პირველი 3 თვის განმავლობაში წლიური სარგებელი 10.95%-ით იანგარიშება, დანარჩენი 9 თვის კი 10.96%-ით. დოლარში ნომინალური განაკვეთის3.5%-ია, ეფექტური 3.51%, ევროში 2% და 2.01%.

წინა კორექტირება აღინიშნა  აგვისტოში, ლარზე სარგებელიო გაიზარდა 10.62%-მდე. დოლარი/ევროს განაკვეთები მიმდიონარეს ანალოგიურია.

ბაზისბანკი, ფიზიკური პირების ანაბრების პორტფელით, 4.02%-იანი წილით TOP-4 -ში, სისტემურ ბანკებთან ერთად არის წარმოდგენილი (H1/2024 – 4.2%)..

4.03% (H1/2024- 4.72%) წილი უკავია მთლიანი არასაბანკო ანაბრებში და იურიდიული პირების დეპოზიტებით საბაზრო წილით 4.06%-ია.

ჰუალინგ ჯგუფის ბანკში  Q3/2024- ის მდგომარეობით, ფიზიკური და იურიდიული პირების ₾2.1 მლრდ ლარის დეპოზიტებია (მიმდინარე, მოთხოვნამდე და ვადიანი ანაბრები).

 

 Q3/2024 

H1/2024 

 

აქტივები

3 763 415 000

3 610 985 000

 

დეპოზიტები 

2 108 000 000

2 368 257 000

 

. საცალო

1 215 465 000

1 234 118 000

 

.. კორპორაც.

   892 532 000

1 134 240 000

 

წმინდა მოგება 

     56 575 000

     36 970 000

 

ROA 

  2.12%

  2.10%

 

ROE

13.78%

13.75%

 

წყარო: კომერციული ბანკი & BRG