თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, იმპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.6%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზე გვაქვს ინდექსის 0.4%-იანი ზრდა.
წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ფასები 14.5%-ით შემცირდა სამთო მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე. დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასების 2.1%-იანი ზრდა ფიქსირდება, ხოლო ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე - ფასების 7%-იანი შემცირება. რაც შეეხება წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფს, სახეზე გვაქვს ფასების 1.9%-იანი კლება.