თბილისი (GBC) – ბიტკოინის ფასმა, რომელიც მესამე დღეა, სოლიდურად იზრდება, ოთხშაბათის ვაჭრობაზე რეკორდული მაქსიმუმი განაახლა.

investing.com–ზე მთავარმა კრიპტოვალუტამ ისტორიაში პირველად გადალახა $94 000–იანი ზღვარი და ფასმა $94 720–ს მიაღწია. დღის განმავლობაში ციფრულმა მონეტამ ფასში 2,5% მოიმატა.

ინფორმაციის გამოქვეყნების მომენტში კრიპტობაზრის ჯამური კაპიტალიზაცია #3,1 ტრილიონს შეადგენს, საიდანაც 59,5% ($1,88 ტრლნ) სწორედ ბიტკოინზე მოდის. ფასით მეორე ადგილზე მყოფი ეთერიუმის წილი კრიპტობაზარზე 12%–ს ($374 მლრდ) შეადგენს.