თბილისი (GBC) - სებ-ის თვის მიმოხილვით ადგილობრივი ინფლაცია აგვისტოში 1.1%-მდე შემცირდა.

რაც ინტერნეტის გაიაფებამ , სხვადასხვა მომსახურებაზე საბაზო ეფექტის ამოწურვამ განაპირობა. ინტერნეტის ხარისხის გაუმჯობესება ივლისში დაიწყო და აგვისტოშიც გაგრძელდა, რასაც გაძვირება არ მოჰყოლია. ამის გავლენით თვის ინფლაციამ 0.2 %პ-ით დაიკლო. ფასი 0.4 %პ-ით შემცირდა.

შერეულ ინფლაციაზე  ყველაზე მეტად ანტიბიოტიკების და ელექტროენერგიის ტარიფის წლიურმა გაიაფებამ (0.3%პ-ით დაიკლო) იმოქმედა.

კლებას განაგრძობს მომსახურების ინფლაცია. აგვისტოში 1.9%-მდე დაიკლო. სამიზნე მაჩვენებელზე ქვემოთ ნარჩუნდება. აგვისტოში ივლისთან შედარებით ფასების საერთო დონე 0.1%-ით შემცირდა.

საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის,
ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, 0.9% შეადგინა. 

სებ-ის ანალიზით, წლიურად ინფლაციას ყველაზე მეტად ბენზინის გაძვირება ზრდიდა. 08/2023-თან ედარებით 
საწვავის ფასი საშუალოდ 15.8%-ით იყო გაზრდილი და 0.6%პ შეადგინა ინფლაციაში.

 

სურსათში ძირითადი ეფექტი მწვანილი და ყველის გაიაფებაა, რამაც ინფლაცია 0.5 %პ-ით შეამცირა.