თბილისი (GBC) - სებ-ის განახლებული სტატისტიკით, ბანკებში ფიზიკური პირების დეპოზიტები, წლიურად (Y.Y) 18%-ზე მეტით არის გაზრდილი.
საცალო დეპოზიტები, რომელიც მოიცავს რეზიდენტების და არარეზიდენტების მიმდინარე საბანკო ანგარიშებს, მოთხოვნამდე და ვადიან დეპოზიტებს, 1 ივნისის მდგომარეობით (01.06.2023) 23.6 მლრდ ლარია (01.06.22 - ₾19.9 მლრდ; +18.6%Y.Y).
სისტემურ ბანკებზე მზარდი პორტფელი პატარა და საშუალო ბანკებს აქვს. მ.შ. ყოფილ მისოს "კრედო", რომლის პორტფელში ფიზიკური პირების ანაბრები თითქმის გაორმაგებულია. ბაზარი ზრდას ბოლოდროინდელ მიგრაციულ პროცესებს უკავშირებს.
სულ, საბანკო სექტორში 45.5 მლრდ ლარამდე არასაბანკო დეპოზიტებია. მაისში, ვადიანი დეპოზიტების 641 მილიონიანი ზრდა აღინიშნა. დოლარიზაციის კოეფიციენტი 49.5%-მდეა მომატებული (Q1/2023 - 46,5%).
აპრილ-მაისში დეპოზიტების დოლარიზაცია 6.5%-ით გაზრდილია (3%პ-ით).
|
01.06.23 |
01.06.23 |
|
საქართველოს ბანკი |
10,563,413 |
8,345,251 |
|
თიბისი ბანკი |
8,867,223 |
7,806,477 |
|
ლიბერთი ბანკი |
1,449,659 |
1,242,371 |
|
ბაზისბანკი |
886,174 |
830,798 |
|
კრედო |
453,137 |
271,715 |
|
პროკრედიტ ბანკი |
407,336 |
449,554 |
|
ტერა ბანკი |
402,637 |
416,427 |
|
ქართუ |
397,249 |
360,673 |
|
წყარო: კომერციული ბანკები (000 ₾)
ბიზნესპარტნიორი