თბილისი (GBC) - სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ, ვაშინგტონში სსფ-სა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, რეგიონულ ფინანსურ კონფერენციაში „ფინანსური პარტნიორობის გაძლიერება აზერბაიჯანს, საქართველოს, თურქეთს და აშშ-ს შორის“ მიიღო მონაწილეობა.

კონფერენციაზე ცენტრალური ბანკების და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებმა რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ფინანსურ და საზედამხედველო ჩარჩოზე იმსჯელეს.

აღინიშნა, რომ ევროპასა და აზიას შორის მთავარ ეკონომიკურ დერეფნად პოზიციონირებული აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი, აშშ-სთან პარტნიორობის მეშვეობით, მთავარ რგოლს წარმოადგენს მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და ფინანსური სტაბილურობისთვის.

ეკატერინე მიქაბაძემ პანელურ დისკუსიაზე გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა გლობალური ფინანსური ბაზრების განვითარების პარალელურად, რეგიონის ქვეყნებს შორის ფინანსური სერვისების კავშირების მნიშვნელობაზე.

მან აღნიშნა, შუა კორიდორის გასწვრივ ეკონომიკური აქტივობის ზრდაზე და შესაბამისად ფინანსური სერვისების დაკავშირებადობის საჭიროებაზე.

„საქართველოს ეროვნული ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობს თურქეთისა და აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკებთან სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემების (RTGS), მყისიერი გადახდების სისტემების (IPS), ფინტექების, ტრანსსასაზღვრო გადახდების ეფექტიანობის გაუმჯობესებისა და ზოგადად, ფინანსური სერვისების განვითარებაში თანამედროვე მიდგომების დანერგვაზე, რაც ინტეგრირებული და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას უწყობს ხელს“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.

ასევე ისაუბრა გლობალური გაურკვევლობის ფონზე ცენტრალური ბანკებისა და მონეტარული პოლიტიკის წინაშე არსებულ რისკებზე. 

თქვა, რომ მაღალი გაურკვევლობის ფონზე საჭიროა ცენტრალური ბანკების მოქნილობა. ასევე ნდობის შენარჩუნება. სებ-ი რისკის მართვაზე დაფუძნებული მონეტარული პოლიტიკას განაგრძობს.