თბილისი (GBC) - ბანკების პორტფელში იპოთეკური სესხების წილი შემცირებულია. 

დაიკლო 19.2%-მდე (L/m – 19.3; L/Y- 20.2%). თუმცა ზრდის ტემპი არ შენელებულა. ტრენდი გასული წლის მაისიდან  მოყოლებული აღმავალია და Q1/2025-ისთვის წლიური ზრდა 10.4%-მდეა (L/m +10.3%Y.Y; Q1/2024 +10%Y.Y)

ბანკების პორტფელში, ზრდის წლიური კოეფიციენტით. ყველაზე მზარდი, სამომხმარებლო დაკრედიტებაა (+26.7%Y.Y),  რომლის  წილი ბანკების პორტფელში 19.7%-ია.

წილები პორტფელის მიზნობრიობით

სებ-ის ინტერაქტიული სტატისტიკით, საანგარიშო თვეში (03/2025) 378 მლნ ლარის 4 112 ერთეული სესხია გაცემული. მ.შ. სავალუტო 105 მლნ -ის ეკვივალენტი (366 კრედიტი).

დოლარსა და ევროში გაცემებით მარტი სარეკორდო თვეა (02/2025 – 277; 01/2025 – 218; 03/2024 -321), თუ გასული წლის მარტიდან ავითვლით. ყველაზე მეტი სავალუტო იპოთეკა - 520 სესხი, გასული წლის თებერვალშია აღრიცხული. მას შემდეგ  სავალუტო დაკრედიტების ზღვარი 3 -ჯერ შეიზღუდა. 200 000 -დან, ჯერ 300 000 ლარამდე, შემდეგ 400 000 -მდე და ბოლოს ამ წლის იანვრიდან 500 000 ლარამდეა გაზრდილი.

წყარო: BRG