თბილისი (GBC) – საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონაცემებით, 2025 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ $242,44 მლნ (689,5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 8,5%-ით ($22,7 მლნ) ნაკლებია 2024 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95,3% იმ 22 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა იანვარში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 22 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 95,4% მოდიოდა.

2025 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 28,3 მლნ აშშ დოლარი (80,4 მლნ ლარი) გადაიგზავნა. რაც 2024 წლის იანვრის (26,1 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 8,4%–ით მეტია. 

 

ჩარიცხული მოცულობა (მლნ. აშშ დოლარი)

წილი მთლიან ჩარიცხულ მოცულობაში

ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპი

სულ

242.44

100.00%

-8.55%

ევროკავშირის ქვეყნები

109.32

45.09%

7.53%

დანარჩენი ქვეყნები

133.12

54.91%

-18.54%

   მათ შორის:

 

 

 

აშშ

47.31

19.52%

23.23%

იტალია

46.16

19.04%

3.50%

რუსეთის ფედერაცია

25.46

10.50%

-62.41%

ისრაელი

21.31

8.79%

19.13%

გერმანია

19.35

7.98%

17.72%

საბერძნეთი

18.99

7.83%

1.59%

თურქეთი

7.55

3.11%

8.95%

ყირგიზეთი

6.18

2.55%

126.24%

ესპანეთი

5.28

2.18%

21.06%

ყაზახეთი

4.74

1.95%

-49.55%

ირლანდია

4.50

1.86%

12.38%

საფრანგეთი

4.45

1.84%

6.06%

გაერთიანებული სამეფო

3.39

1.40%

18.32%

აზერბაიჯანი

3.30

1.36%

0.83%

პოლონეთი

2.15

0.89%

-4.03%

კანადა

1.93

0.79%

14.04%

არაბთა გაერთიანებული საამიროები

1.85

0.76%

10.00%

იორდანია

1.69

0.70%

10.67%

კვიპროსი

1.49

0.61%

8.50%

საუდის არაბეთი

1.43

0.59%

37.89%

ნიდერლანდები

1.38

0.57%

36.61%

ბელგია

1.07

0.44%

24.60%