თბილისი (GBC) - მიკრობანკის ლიცენზიის მომლოდინე მისოებს ლოდინი კიდევ 2 თვე მოუწევთ. 

MBC-ის  გენერალური დირექტორი გია პეტრიაშვილი უკვე  ოქტომბრისთვის ვარაუდობდა კრედიტების გაიაფებას, ასევე ცვლადგანაკვეთიანი სესხის შეთავაზებას. თვის ბოლოს კი მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილების შესაბამისად პროცენტის კორექტირებასაც კი (მპკ-ის სხდომა 23 ოქტომბერსაა).

იმის მიუხედავად, რომ მისო მინიმალურ, კომერციულ ბანკზე 7-8 %პ-ით დაბალი მარჟით მუშაობს, მსესხებლისთვის ბანკზე დაბალი განაკვეთის შეთავაზება ვერ ხერხდება, რესურსის სიძვირის გამო. რაზეც პეტრიაშვილს, მიკრობანკის ლიცენზიის მოთხოვნამდე და სებ-ში განაცხადის შეტანის შემდეგაც , ბევრჯერ უთქვამს,

მისოს ლარის რესურსს ბანკის აწვდის, რომელთანაც მიკროდაკრედიტების სეგმენტზე პირდაპირი კონკურენცია უწევს.

მიკრობანკად გარდაქმნის შემდეგ კი ლარის რესურსზე წვდომა გამარტივდება. მიკრყოფილს მისოს, მიკრობანკასდბგადნკად გადაკეთებუებუილ; მ/ო სექტორს რეფინანსირების სესხების მიღება ბანკის შუამავლობის გარეშე შეეძლება, რესურსი გაუიაფდება და შესაბამისად მსესხებელსაც - სესხი.

სებ-თან მიკრობაზრის  წინასალიცენზიო კონსულტაციები გაგრძელდა. მხარეებმას ხელშეკრულების ფარგლებში ლიკვიდურობის ნაწილში მოთხოვნები უნდა შეაჯერონ. ბაზარს უნდა რომ მისოების დაგირავებული აქტივების კაპიტალთან შეფარდების კოეფიციენტი პირდაპირ 90%-ით კი არ განისაზღვროს. არამედ  მოზიდული დეპოზიტების პროპორციულად. მარეგულირებელი კოეფიციენტის დაწევის და დაგირავებადი აქტივის ნაწილის გამოთავისუფლების მიზანშეწონილობას განიხილავს.

ამასთან პროგრამული უზრუნველყოფის ნაწილშიც დამატებითი ინვესტიციებია საჭირო.

მიკრობანკობის მსურველი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან დარჩა მ/ო"ლაზიკა კაპიტალი", რომელსაც ლიცენზიის მიღებაზე სებ-ში განაცხადი ჯერ არ შეუტანია.

მისოს დამფუძნებლის და მმართველის ბესიკ შენგელიას ინფორმაციით, „ლაზიკამ“ დალოდება არჩია. ჯერ მიკრობანკის საზედამხედველო მოთხოვნებს მოერგება და შემდეგ შეიტანს ლიცენზიაზე სებ-ში განაცხადს. ამ წლის დეკემბერში ან, მომავალი წლის დასაწყისში.

H1/2024-ის მდგომარეობით, მ/ო ბაზრის საპროცენტო შემოსავალი 237 მლნ ლარია. 88 % -208 მლნ ლარი, მ/ო სექტორს სამომხმარებლო დაკრედიტებიდან აქვს მიღებული. 40%-94 მლნ ლარი, ლომბარდიდან.

მისოების სასესხო პორტფელი 1,9 მლრდ ლარს შეადგენს და ყველაზე მეტი, 908 230 კრედიტი ფიზიკურ პირს აქვს აღებული. სულ, გაცემულია 909 200 სესხი.

მისო ბაზარი ჯერჯერობით, ისევ 34 სუბიექტით, 2.2 მლრდ ლარის აქტივებით არის წარმოდგენილი (H1/2023 - 1.941 მლრდ; + 15.7%Y.Y).

TOP-4 +1 მისო საკრედიტო პორტფელით 

 

H1.2024 

რიკო 

525 920 300

კრისტალი

469 647 850

სვის კაპიტალი 

210 068 729

MBC

107 211 043

ლაზიკა

  58 054 000

წყარო: სებ-ი & BRG