თბილისი (GBC) – მეოთხე კვარტალის მოახლოების ფონზე სულ უფრო მეტი ანალიტიკოსი უწინასწარმეტყველებს ბიტკოინს და კრიპტობაზარს მკვეთრ ზრდას. ამის შესახებ Happycoin.club წერს.

„მაკროეკონომიკური ძვრებისა და ინსტიტუციონალური დანერგვის წყალობით ციფრული აქტივები მეოთხე კვარტალში ზრდისთვის მზად არიან. ვინაიდან სუვერენული ბალანსები ზეწოლის ქვეშაა, ინვესტორები ჰეჯირების გრძელვადიანი სახსრების ძებნას დაიწყებენ, როგორიცაა მაგალითად ბიტკოინი“, – ამბობს CF Benchmarks–ის ანალიტიკოსი გაბრიელ სელბი.

ბიტკოინის ახლო მომავალს ოპტიმიზმით უყურებს მისი კოლეგაც  Bitget Research-იდან რაიან ლი: „ჩემი მოლოდინით, ბიტკოინის ოქტომბრის მაჩვენებლები სექტემბრისას გადააჭარბებს. აქტივის ფასი მოსალოდნელია $58 000 – $72 000 დიაპაზონში“.