თბილისი (GBC) - პრობლემური სესხები მთლიან პორტფელთან 3.6%-ია(GAAP-ით). IFRS-ით(ანგარიშგების საერთაშორისო მეთოდოლოგიით), კი 1,7%-ის ფარგლებშია.

სებ-ის სტატისტიკით, ბანკების სააქციო კაპიტალთან/ წმინდა უმოქმედო სესხების წილი, H1/2023-ისთვის 4.2%-მდეა შემცირებული.

კლება მსესხებელთა ბაზის ოპტიმიზაციის შედეგია. ვალაუვალი კლიენტების კატეგორია რეგულაციებმა განდევნა.

სესხის პირობები, ეტაპობრივად მკაცრდება, 2018 წლიდან შემოღებული ჩარჩოს ფარგლებში, რომელსაც პაუხისმგებლიანი დაკრედიტება ჰქვია. ბანკებისთვის დამატებითი კაპიტალის მოთხოვნა კი დეფინიცირდება სექტორისთვის სებ-ის ხელშეწყობად, რომ სისტემამ სამომავლოდ შესაძლო შოკებს გაუძლოს. და ამასთან ეკონომიკასაც სწრაფად აღდგენაში დაეხმაროს.

ჩარჩომ მეტი პასუხისმგებლობა დააკისრა როგორც ბანკს, დაკრედიტებისას, ასევე მსესხებელს, სესხის აღებისას. მომხმარებელმა პრობლემის მოკლევადიან გადაჭრისას, უნდა იფიქროს, აღნიშნულმა ნაბიჯმა გრძელვადიანი პრობლემა არ გაუჩინოს. მსესხებელთა ნაწილი მიხვდა, რომ გარკვეულ საჭიროებებზე უარი უნდა თქვას. მომხმარებელთა გარკვეული კატეგორია კი მომავალზე ვერ ფიქრობს, როცა მიმდინარე პრობლემები აქვს გადასაჭრელი, თუნდაც დროებით.

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სტანდარტებზე სებ-ის რისკების დეპარტამენტის უფროსმა  ალექსანდრე ერგეშიძემ "ბიზნესპარტნიორის" ეთერში ისაუბრა. აღნიშნა პრობლემური სესხების კლების პოზიტიურ დინამიკაზე, რაც დასტურდება  S&P-ის ნახევარწლიური ანგარიშითაც.

სარეიტინგო სააგენტო  პრობლემური სესხების 4%-იანი კოეფიციენტის შენარჩუნებას პროგნოზირებს.

სამომხმარებლო დაკრედიტებში უმოქმედო სესხების დინამიკა:

  H1/23 H1/22 H1/21 H1/20 H1/19 H1/18
GEL  4,9%      5,8%    6,0%     5,0%       6,1%     5,1%    
USD  2,6%      5,7%    12,3%   10,5%     8,5%     6,4%    
EUR  2,6%     4,0%     7,8%     3,2%       2,0%     3,2%    
Total  4,6%     5,7%     6,6%     5,6%       6,4%     5,3%    

 

წყარო: სებ-ი