თბილისი (GBC) - ბანკების საკრედიტო დაბანდების 82% სისტემურ 3 ბანკზე მოდის. სებ-ის ინტერაქტიული სტატისტიკით, პირველი ივნისის მდგომარეობით, ბანკების სასესხო პორტფელი 56.4 მლრდ ლარამდეა.

აქედან საცალო დაკრედიტება 29.1 მლრდ ლარია. იურიდიული პირებისთვის გაცემული სესხების პორტფელი კი  25.4 მლრდ ლარს შეადგენს. გასული წლის ანალოგიური პერიოდისთვის იყო ₾24.7 მლრდ. და ₾19.8 მლრდ.

ბანკების საცალო პორტფელის დოლარიზაცია  მაისში მცირედით გაზრდილია 27%-მდე, თუმცა წლიურად კლებაა 1.33 პროცენტული პუნქტით.

მაისში რეზიდენტი იურიდიული პირების პორტფელის დოლარიზაციაც გაზრდილია, 64.6%-მდე. თვის ჭრილში 1 პროცენტული პუნქტით, წლიურად კი 2%პ-ით.

 

პირველი ივნისისთვის მთლიანი სესხების (არარეზიდენტებისთვის გაცემული კრედიტების ჩათვლით) ლარიზაცია 54.4%-ია (L/Y - 55.3%).

ყველაზე მსხვილი პორტფელი თიბისიზე მოდის. სისტემური ბანკის დაბანდება 22.7 მლრდ ლარია, საქართველოს ბანკის კი  21.5 მლრდს შეადგენს. მე-3  სისტემური ბანკი 3.3 მლრდ ლარის სესხებით არის წარმოგენილი. სამივეს წილიკი 80%-ს აღემატება. 

 

TOP-5 ბანკი  საბაზრო წილით, საკრედიტო დაბანდების მიხედვით (%

 OP-5 ბანკი  საბაზრო წილით, საკრედიტო დაბანდების მიხედვით (%)

  04/2024  
თიბისი ბანკი  39.2%  
საქართველოს ბანკი  37.3%  
ლიბერთი     5.7%  
ბაზისბანკი     4.5%  
კრედო      3.8 %  

წყარო: კომერციული ბანკები