თბილისი (GBC) - თიბისი ბანკის საცალო და კორპორაციული მომხმარებლისთვის ლარში გადარიცხვების საკომისიო იცვლება. ცვლადის ნაცვლად, ფიქსირებული ხდება.
1 მაისამდე მოქმედი სატარიფო სქემით, ფიზიკური პირებისთვის ინტერნეტ და მობაილ ბანკით გადარიცხვის საკომისიოს განაკვეთი 0.07% -ით, მინ. 0.90 ლარით, მაქს. 100 ლარით განისაზღვრება. 1 მაისიდან გადარიცხვის მოცულობის მიხედვით საკომისიო 1,2,5,50 ლარი იქნება არაუმეტეს 50 ლარისა, ზედ ზღვარი მცირდება.
ცვლილება, იურიდიული პირის მომსახურების ტარიფშიც მხოლოდ ლარის ტრანზაქციებს შეეხება. დისტანციური არხებით, 1 000 ლარამდე გადარიცხვას ₾1, ფილიალიდან კი ₾5 დასჭირდება; 10 000 ლარამდე ოპერაციას ₾5 და ₾10; ₾ 100 000-მდე გადარიცხვის საკომისიო 10/20 ლარით; ინტერნეტ/მობალიბანკით ₾100 000 -დან გადარიცხვის საკომისიო ₾100 -ით, ფილიალიდან კი ₾200-ით განისაზღვრება.
|
|
|
|
გადარიცხვა თიბისი ბანკის ფილიალებში და საკუთარ ანგარიშებს შორის (ნებისმიერი ვალუტა) |
უფასო |
|
1 მაისიდან: სხვა ბანკებში - GEL |
< 1 000/<10 000/<100 000 GEL-1/2/5/50 მაქს.50 GEL |
|
1 მაისამდე: სხვა ბანკებში - GEL |
0.07% მინ. 0.9 GEL, მაქს 100 GEL |
|
სხვა ბანკებში - USD |
0.2% მინ. 15 USD მაქს. 150 USD |
|
გადარიცხვა ანგარიშის არმქონე პირისთვის |
GEL - 0,1% მინ.0,90 GEL სხვა ვალუტაში - 0,2% მინ. 15 USD/EUR მაქს. 150 USD/EUR |
|
გადარიცხვის ლიმიტი სატელეფონო კოდით (ინტერნეტ, მობაილ და iPad ბანკში) |
ერთჯერდად - 1,500 ლარი (ან ექვივალენტი სხვა ვალუტაში) / თვეში - 1,500 ლარი (ან ექვივალენტი სხვა ვალუტაში) |
|
გადარიცხვის ლიმიტი დიჯიპასით (ინტერნეტ, მობაილ და iPad ბანკში) |
ულიმიტო |
|
კომუნალური და სხვა გადარიცხვა ფილიალიდან |
2 GEL |
|
კომუნალური და სხვა გადახდები TBC Pay |
0.5 GEL |
|
კომუნალურების გადახდა ციფრული ბანკით |
0.5 GEL |
|
მობილურის ბალანსის შევსება ციფრული ბანკით |
უფასო |