თბილისი (GBC) - თეგეტა კიდევ 2-წლიან სავალუტო ობლიგაციებს უშვებს, 10 მლნ აშშ დოლარის მოსაზიდად.
$1,000 ნომინალის 10 000 ერთეული სასესხო ფასიანი ქაღალდი აპრილში განთავსდება, 7.75-8.25%-ად (საორიენტაციო განაკვეთი). განთავსების, კალკულაციის და გადახდის აგენტია G&T.
ემისია ავტორიზებულია 2025 წლის 29 იანვრის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის და პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით
ვალუტა |
USD |
|
ნომინალი |
1 000 |
|
განაკვეთი (%) |
7.75% - 8.25%. |
|
რაოდენობა |
10 000 |
|
ღირებულება |
1 000 |
|
ემისია |
10 000 000 |
|
დაფარვის თარიღი |
28.04.2027 |
|
წყარო: ემიტენტი
წინა ემისიების მსგავსად მიღებული სახსრები სრულად მოხმარდება „თეგეტა მოტორსის“ და მისი შვილობილების სასესხო ვალდებულებების დაფარვას.თეგეტას ძირითადი კრედიტორი თიბისი ბანკია.
როგორც იცით, თეგეტა მოტორსი მონაწილეობს სხვადასხვა საჯარო თუ კერძო ტენდერში. ჰოლდინგურ კომპანია დაყოფილია შემდეგ ხუთ ძირითად დივიზიად:
აღმასრულებელი დივიზია
ფინანსური დივიზია
მსუბუქი ავტომობილების დივიზია
სპეციალური დანიშნულების ტექნიკის დივიზია
სატვირთო, კომერციული ტექნიკისა და ავტობუსების დივიზია
თეგეტა მოტორსი ავტომობილის ნაწილების და აქსესუარების ადგილობრივი რეალიზატორია, სახელმწიფო, კორპორატიულ და საცალო არხებში, ტექნიკურ მომსახურებასთან ერთად.
„თეგეტა მოტორსის მომგებიანობის კოეფიციენტები
2024/HY |
2023 |
2022 |
|
უკუგება აქტივებზე |
5.6% |
9.2% |
6.4%$ |
უკუგება კაპიტალზე |
26.2% |
41.0% |
29.9% |
ჩად. კაპიტალის ამონაგები |
20.9% |
27.8% |
23.4% |
საერთ. მოგების მარჟა |
21.3% |
21.5% |
20.8% |
საოპერაც მოგების მარჟა |
8.8% |
10.1% |
8.4% |
წმ. მოგების მარჟა |
4.1% |
9.5% |
4.3% |
დივიდენდის შემოსავლიანობა |
22.5% |
15.6% |
7.7% |
ემიტენტის 98.78%-ის წილის მფლობელი შპს „თი ჯი ემ ჯგუფია“. დარჩენილ 1.22%-ს თემურ კოხოძე ფლობს.
კომპანიამ 2024 წელს 7 ობლიგაცია გამოუშვა. სახსრები საპენსიო ფონდიდანაც აქვს მოზიდული.