თბილისი (GBC) – თიბისი კაპიტალის კვლევაში "მომხმარებლების დანახარჯების დინამიკა" აღნიშნულია, რომ თიბისის არხებით 2025 წლის მარტში, რესტორნებში უნაღდო დანახარჯების წლიურად 38%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო ტრანზაქციის მოცულობამ 30 ლარი შეადგინა.  

ამავე პერიოდში, რეზიდენტების წილი რესტორნებში ჯამურ უნაღდო დანახარჯებში 78%-მდე გაიზარდა, ხოლო არარეზიდენტებმა დაიკავეს დარჩენილი 22%.

თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, 2025 წლის მარტში, თიბისი ბანკის არხებით რესტორნებში რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები წლიურად 44%-ით გაიზარდა. საშუალო დანახარჯი კი გაუტოლდა 25 ლარს.

არარეზიდენტი მომხმარებლების რესტორნებში უნაღდო დანახარჯებში, თიბისი ბანკის არხებით, წლიური 22%-იანი ზრდა დაფიქსირდა. საშუალო დანახარჯი 93 ლარს გაუტოლდა, რაც მიმდინარე თვეში თითქმის 4-ჯერ აღემატება რეზიდენტების საშუალო დანახარჯს.