თბილისი (GBC) - ევროკავშირმა დესტაბილიზაციურ აქტივობებში ჩართულ16 პირსა და 3 ორგანიზაციას საქნციების დუწესა.
პრესრელიზში წერია, რომ ეს ორგანიზაციები პასუხისმგებლები არიან საზღვარგარეთ რუსეთის დესტაბილიზაციურ ქმედებებზე (წყარო: საზმაუ)
სანქცირების ჩარჩო, რომელიც 8 ოქტომბერს შეიქმნა, მიმართულია ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების ფუნდამენტური ღირებულებების, უსაფრთხოების, სტაბილურობის, დამოუკიდებლობისთვის ძირის გამოსათხრელად.
სიაშია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს დანაყოფი 29155, რომელიც ცნობილია საზღვარგარეთ მკვლელობებით და დესტაბილიზაციური აქტივობებით (აფეთქებები, კიბერთავდასხმები) ასევე, სამხედროების მოქმედებით უკრაინაში, დასავლეთ ბალკანეთსა და აფრიკაში.
სიაშია რუსეთის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციის და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სოფია ზახაროვა; გერმანელი დეპუტატის ეუგენ შმიდტის ყოფილი თანაშემწე ვლადიმირ სერგიენკო; მეწარმე ვიზა მიზაევი და მისი მეუღლე, რომლებიც ჩართული იყვნენ გერმანიის სადაზვერვო სააგენტოს წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის სპეცსამსახურების ოპერაციაში.
სანქციები დაუწესდება მოლდოველ ბიზნესმენს, ანატოლი პრიჟენკოს და რუსეთის მთავრობის წარმომადგენელ ალესია მილორადოვიჩს, რომლებიც საფრანგეთში რუსეთის მთავრობის კოლაბორაციონისტებს წარმოადგენენ.
სიაში ასევე მოხვდა ჟურნალისტი თინა კანდელაკი, რომელიც ამჟამად „გაზპრომ მედია ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორის მოადგილეა.
სანქცირებულებს აქტივები გაიყინება. ევროკავშირის მოქალაქეებს თუ კომპანიებს მათთან თანამშრომლობა აეკრძალება. ასევე ეზღუდებათ ევროკავშირის ქვეყნებში ჩასვლა და ტერიტორიაზე ტრანზიტი.