თბილისი (GBC) - აშშ-მა ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა.
აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტის განცხადებით.
სანქცია დაუწესდა ჩრდილოეთ კორეის ბანკებს, ჩრდილოკორეელ გენერლებსა და ოფიციალურ პირებს. ასევე რუსულ ნავთობგადამზიდავ კომპანიებს.
თბილისი (GBC) - აშშ-მა ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა.
აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტის განცხადებით.
სანქცია დაუწესდა ჩრდილოეთ კორეის ბანკებს, ჩრდილოკორეელ გენერლებსა და ოფიციალურ პირებს. ასევე რუსულ ნავთობგადამზიდავ კომპანიებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
დგას და ანთია! ისე, როგორც დგას საზოგადოება და ანთია მისი გული“ — წერს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში
1734368280
ამით ევროკავშირმა თქვა, რომ პარლამენტი, მთავრობის წევრები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც დიპლომატიური პასპორტით სარგებლობენ მათთვის არალეგიტიმურები არიან“ — წერს ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში. თუმცა კობხიძეს ჰგონია, რომ განსაკუთრებული არაფერია, "ერთადერთი ნეგატიური რაც უდევთ იმ მაგიდაზე, დიპლომატიურ პასპორტებზე სავიზო შეზღუდვების შემოღებაა"
1734368081
ისინი მოუწოდებენ "საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები და შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და პოლიტიკური ოპოზიციის დევნა". (წყარო: ფორმულა) "ჩვენ შეშფოთებულნი ვართ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციული გამოყენების გამო, ასევე ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლების მიზანმიმართული ძალადობისა და დევნის გამო. ძირითადი უფლებები, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციისა და ეუთოს ვალდებულებების შესაბამისად. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოწოდებულია, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს, როგორც ეს ნათქვამია ბუქარესტის დეკლარაციის შესაბამის პუნქტებში.ჩვენ მტკიცედ ვიმეორებთ, რომ სამართალდამცავების მიერ მომიტინგეების წინააღმდეგ გადაჭარბებული ძალის გამოყენება და განურჩეველი ძალის გამოყენება წარმოადგენს მშვიდობიანი შეკრების უფლების სერიოზულ დარღვევას. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა სამართალდამცავი ორგანო პატივს სცემდეს ამ ფუნდამენტურ პრინციპებს, ასევე დაუყოვნებლივ და საფუძვლიანად გამოიძიოს ნებისმიერი ინციდენტი და ბრალდებები აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტებული ან არასათანადო ქმედებების შესახებ როგორც ამას საქართველოს სახალხო დამცველი ითხოვს.გამოთქმულ შეშფოთებას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონის ამოქმედებისა და საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მიერ ძალის გადამეტებული გამოყენების შემდეგ. ჩვენ ასევე სრულად ვუჭერთ მხარს "ეუთოს სამეულის" – მალტა, ჩრდილოეთ მაკედონია და ფინეთი – 13 დეკემბრის განცხადებას, რომელიც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გამოიყენოს სხვადასხვა ინსტრუმენტი და ექსპერტული ცოდნა, რომელსაც ეუთო და მისი ინსტიტუტები შესთავაზებენ", - ნათქვამია განცხადებაში.
1734365391
საზეიმო ღონისძიების გარეშე. "ლექსებს" მეცნიერები იტყვიან. პარლამენტისკენ მორიგი მსვლელობა დაიწყო -"ქართველი მეცნიერები ევროპისთვის“. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მეცნიერების საპროტესტო მარში მიემართება.
1734362659
პრესრელიზში წერია, რომ ეს ორგანიზაციები პასუხისმგებლები არიან საზღვარგარეთ რუსეთის დესტაბილიზაციურ ქმედებებზე (წყარო: საზმაუ)სანქცირების ჩარჩო, რომელიც 8 ოქტომბერს შეიქმნა, მიმართულია ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების ფუნდამენტური ღირებულებების, უსაფრთხოების, სტაბილურობის, დამოუკიდებლობისთვის ძირის გამოსათხრელად.სიაშია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს დანაყოფი 29155, რომელიც ცნობილია საზღვარგარეთ მკვლელობებით და დესტაბილიზაციური აქტივობებით (აფეთქებები, კიბერთავდასხმები) ასევე, სამხედროების მოქმედებით უკრაინაში, დასავლეთ ბალკანეთსა და აფრიკაში.სიაშია რუსეთის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციის და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სოფია ზახაროვა; გერმანელი დეპუტატის ეუგენ შმიდტის ყოფილი თანაშემწე ვლადიმირ სერგიენკო; მეწარმე ვიზა მიზაევი და მისი მეუღლე, რომლებიც ჩართული იყვნენ გერმანიის სადაზვერვო სააგენტოს წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის სპეცსამსახურების ოპერაციაში.სანქციები დაუწესდება მოლდოველ ბიზნესმენს, ანატოლი პრიჟენკოს და რუსეთის მთავრობის წარმომადგენელ ალესია მილორადოვიჩს, რომლებიც საფრანგეთში რუსეთის მთავრობის კოლაბორაციონისტებს წარმოადგენენ.სიაში ასევე მოხვდა ჟურნალისტი თინა კანდელაკი, რომელიც ამჟამად „გაზპრომ მედია ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორის მოადგილეა.სანქცირებულებს აქტივები გაიყინება. ევროკავშირის მოქალაქეებს თუ კომპანიებს მათთან თანამშრომლობა აეკრძალება. ასევე ეზღუდებათ ევროკავშირის ქვეყნებში ჩასვლა და ტერიტორიაზე ტრანზიტი.
1734357720
“ქართული ოცნების წარმომადგენელთან, მაკა ბოჭორიშვილთან საუბრისას დღეს კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვი, რომ მიუღებელია პოლიციის მხრიდან ძალადობა და უკანონო და თვითნებური დაკავებები. განიხილავს ყველა შესაძლებლობას, რათა დადგეს პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულების საკითხი", - წერს ის. Today I reiterated in the clearest terms to Georgian Dream representative @MakaB__ that police violence and arbitrary arrests in #Georgia are unacceptable.The UK will consider all options to ensure those responsible are held accountable. — Stephen Doughty MP (@SDoughtyMP) December 16, 2024 აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა განცხადება, სადაც ვკითხულობთ, რომ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ერთგულება ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ასევე ხაზი გაუსვა, საქართველოს, როგორც მჭიდრო და საიმედო პარტნიორის როლს რეგიონში, რაც არაერთხელ დადასტურდა ბოლო წლების განმავლობაში.საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ბოლო დროს განვითარებული პროცესების გათვალისწინებით, ყურადღება გამახვილდა დასავლელი პარტნიორების მხრიდან მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასთან დიალოგის აუცილებლობაზე."2024 წლის 16 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა გაერთიანებული სამეფოს FCDO-ს სახელმწიფო მინისტრთან ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის და საზღვარგარეთის ტერიტორიების საკითხებში, სტივენ დაუთისთან.მინისტრებმა მიმოიხილეს ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენები და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დინამიკა. გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა გაერთიანებული სამეფოს პოზიცია და წუხილი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სახელმწიფო მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია საუბრისას წამოჭრილ საკითხებზე და გულისტკივილი გამოხატა გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოსთან მიმართებით მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რაც მათ შორის ითვალისწინებს სტრატეგიული დიალოგის ფორმატის მორიგი რაუნდის გადადებას და ქვეყნისთვის პროგრამული მხარდაჭერის შეჩერებას. მინისტრმა ხაზი გაუსვა უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფორმატში თანამშრომლობის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ რეგულარული შეხვედრები ახლო მომავალში განახლდება", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. საგარეოს თქმით, მაკა ბოჭორიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში მიმდინარე პროცესების ობიექტური და მიუკერძოებელი შეფასება. მან ასევე ისაუბრა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე, მის შედეგებზე და პოლიტიკურ სპეკულაციებზეც, რომელიც დღესაც გრძელდება ოპოზიციის მხრიდან. საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს, რა დროსაც კიდევ ერთხელ აღინიშნა აქციების მშვიდობიანად და კანონის დაცვით წარმართვის აუცილებლობა, ქართულმა მხარემ ბრიტანულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია აქციების ფარგლებში დაფიქსირებულ კანონდარღვევებზე სახელმწიფოს რეაგირების შესახებ.
1734356768
ბანკის ინფორმაციით, ნოემბერში ზრდა 5.5 მლნ-ზე მეტია (5 689 226 ). მენეჯმენტის ცნობით, ინექცია რეგულატორის მოთხოვნას არ უკავშირდება. დამფუძნებლებმა მოინდომეს.დაფინანსება ციფრულ არხების განვითარებისთვის სჭირდება.11 თვის სტატისტიკით, სილქი, 219 მლნ ლარის აქტივებით, 0.25%-მდე საბაზრო წილით არის წარმოდგენილი. საკრედიტო პორტფელით 0.18% უკავია.
1734356700
საბჭოს გადაწყვეტილებით, მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობას ლევან ვერძეული შეასრულებს, რომელიც საპენსიო სააგენტოში 2020 წლიდან საინვესტიციო სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებს.„საინვესტიციო საბჭო მადლობას უხდის გოგა მელიქიძეს ხუთწლიანი წარმატებული საქმიანობისთვის, მისი უაღრესად მნიშვნელოვანი როლისთვის, როგორც საინვესტიციო შედეგების, ისე მაღალი კომპეტენციის გუნდის ჩამოყალიბებასა და მართვაში“, - განაცხადა საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარემ ოლივიერ რუსომ.საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოში გოგა მელიქიძის მუშაობის პერიოდში საპენსიო აქტივების მოცულობამ 6 მლრდ ლარს გადააჭარბა, ხოლო საინვესტიციო მოგება 1.4 მლრდ ლარს აღემატება.
1734351484