თბილისი (GBC) - „ევროკავშირის მხრიდან ქართული დიპლომატიური პასპორტების არაღიარება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების არაღიარებაა.

ამით ევროკავშირმა თქვა, რომ პარლამენტი, მთავრობის წევრები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც დიპლომატიური პასპორტით სარგებლობენ მათთვის არალეგიტიმურები არიან“ — წერს ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში. 

თუმცა კობხიძეს ჰგონია, რომ განსაკუთრებული არაფერია, "ერთადერთი ნეგატიური რაც უდევთ იმ მაგიდაზე,  დიპლომატიურ პასპორტებზე სავიზო შეზღუდვების შემოღებაა"