თბილისი (GBC) – „საქართველოსთვის“ ლიდერზე გიორგი გახარიაზე ბათუმში მომხდარი თავდასხმის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, ან 1 წლამდე პატიმრობით.

„გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიას ბათუმში სასტუმრო "შერატონში" წუხელ დაესხნენ თავს. გახარია კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.