თბილისი (GBC) – გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ითხოვს, ისრაელმა 12 თვის განმავლობაში „დაყოვნების გარეშე დაასრულოს თავისი უკანონო ქმედება“ ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიაზე.

კენჭისყრის შედეგი კი ასე დასრულდა

  • 124 მომხრე;
  • 14 წინააღმდეგი;
  • 43-მა თავი შეიკავა.

საქართველომ რეზოლუციის მხარდაჭერისგან თავი შეიკავა. ასევე თავი შეიკავეს გერმანიამ, ავსტრალიამ, ალბანეთმა, ეთიოპიამ, უკრაინამ, სლოვაკეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვებმა.

აღსანიშნავია, რომ გაეროს რეზოლუციას საქართველოს ოთხივე უშუალო მეზობელმა სახელმწიფომ მხარი დაუჭირა.