თბილისი (GBC) - Kyiv Post-ის ვაშინგტონის კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუ სოციალურ ქსელში წერს, რომ რესპუბლიკელი სენატორები რენდ პოლი, მაიკ ლი და მარკუეინ მალინი შეცდომაში შეიყვანეს ლობისტურმა ჯგუფებმა იმის მტკიცებით, თითქოს MEGOBARI აქტი „მთელ ერს სანქცირებას“ უწესებს.
„წყაროები მეუბნებიან, რომ სამივე სენატორი შეცდომაში შეიყვანეს ლობისტურმა ჯგუფებმა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ MEGOBARI აქტი მთელ ერს ასანქცირებს. ეს არასწორია“, - წერს ალექს რაუფოღლუ.
მანამდე, 23 ივლისს ჟურნალისტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სენატში აქტის მიღებას აღნიშნული სამი სენატორის პოზიცია აჭიანურებდა.
MEGOBARI აქტი რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის, მიერ საქართველოსთან დაკავშირებული წარდგენილი კანონპროექტია, რომელიც - ერთი მხრივ - ითვალისწინებს საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების გაღრმავებას, ხოლო - მეორე მხრივ - სანქციების დაწესებას საქართველოს დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაში შემჩნეული პირებისთვის.
2025 წლის 5 მაისს აშშ-ის კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ, მეგობარი აქტს კენჭი უყარა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო.