თბილისი (GBC) - საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოთხშაბათს ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო, ფაქტობრივად, „რუსულ არჩევნებამდე“ მივიდა. "ეს არ იყო ჩვეულებრივი თაღლითობა, რასაც ვხედავთ ხოლმე არჩევნებზე - პოლიციას ვერ იპოვიდით არჩევნების დროს". მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნები იყო სისტემატურად და მასობრივად გაყალბებული, თანაც, "ძალიან მაღალ, დახვეწილ დონეზე".

როგორც პრეზიდენტმა განმარტა, არჩევნების დროს მომხდარ ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრთან საუბარი სურდა, თუმცა ვერ დაუკავშირდა.

„დაგეგმილი იყო ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რაც გაცილებით ადრე დაიწყო. სრული კონტროლი გადაეცა ცესკოს. იმ ადამიანებს, ვისაც ცესკო ნიშნავდა, დანიშნულები იყვნენ არა იმ წესების შესაბამისად, რომელსაც ევროკავშირი გვთავაზობდა, არამედ, იყვნენ ხელისუფლების მიერ დანიშნულები. ხმის ელექტრონული კენჭისყრა სპეციფიკურად იყო შემუშავებული, კონტროლის გარეშე. საუბარი იყო, რომ მოპარული იყო ევროპელი მოხუცების პენსიები, ასევე "ქოლცენტრების" საკითხები იდგა - 3500 "ქოლცენტრის" საკითხი.

დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რუსული სტილის პროპაგანდა, პლაკატები იყო, სადაც ერთ მხარეს იყო უკრაინაში განადგურებული ეკლესიები და თეატრები, მეორე მხარეს კი, აყვავებული საქართველოს გამოსახულება. ამან იმდენად შოკში ჩააგდო საქართველოში საზოგადოება, რომ მოხდა მათი დემონტაჟი. ეს არ იყო ქართული ხასიათის შემადგენელი ნაწილი, რუსული კვალი ეტყობოდა. ასევე ფაქტები იყო: „ოპოზიციას სურს მთავრობა დაამხოს“, „ისინი უნდა გაუქმდნენ არჩევნების შემდეგ“, „ოპოზიციური პარტიები უნდა აიკრძალოს არჩევნების შემდეგ", „ლიდერები უნდა იყვნენ დაპატიმრებულები“. დიდი რაოდენობით „შავი ფული“ იყო გამოყენებული. 600 მილიონი ლარი დაიხარჯა ოქტომბრის არჩევნების დროს. პოლიციას ვერ იპოვიდით არჩევნების დროს. მე მაგალითად, ვიხილე ძალადობა, რომელიც სხვადასხვა უბანზე ხორციელდებოდა. დავურეკე შს მინისტრს და ვერ ვერც მობილურით და სამთავრობო ქსელით. ვერც მის მოადგილეებს დავუკავშირდი, მანაც არ გადმომირეკა.

2 პრინციპი დაირღვა არჩევნების დროს. ეს არის საკმარისი, რათა ვანახოთ, რომ ნებისმიერი შედეგი იქნებოდა განსხვავებული. მილიონი წევრი დიასპორის მხრიდან სტრასბურგშია. სტრასბურგი ძალიან კარგი შემთხვევაა, აქ არ გაიხსნა უბანი, სტრასბურგში ბევრი ქართველია. მთელი დიასპორა მობილიზებული იყო, იცოდნენ არჩევნები წყვეტდა რუსეთისკენ გზას ან ევროპისკენ.

ასევე ფარულობის დაცულობის თვალსაზრისით ნდობის საკითხი - ელექტრონული სისტემები იყო გამოყენებული, პარტიული კამერები უყურებდა საარჩევნო მანქანებს. ამ ყველაფერზე სარჩელი იყო საკონსტიტუციო სასამართლოში. იმედი გვქონდა, რომ ზოგიერთი მოსამართლე გაიგებდა და გაათვითცნობიერებდა, რომ კრიზისიდან გამოსვლის გზა ეს იყო. შედეგები გაყალბებული იყო, კონსტიტუციურად უნდა დანიშნულიყო არჩევნები. იმედი არ გამართლდა. კიდევ ერთი მოთხოვნა იყო მოქალაქეების ჯგუფის მხრიდან სტრასბურგის სასამართლოში, სადაც გაცხადებულია, რომ ჩვენ გვსურს გამოვიყენოთ ყველა სამართლებრივი გზა, რომ მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება ამ ღრმა კრიზისზე“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, 28 ნოემბერს ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ განცხადება რეალური მანდატისა და უფლების ქონის გარეშე გაკეთდა.

„არჩევნების შემდეგ ჩვენ ვხედავთ ძალიან გაძლიერებულ და დაჩქარებულ მოძრაობას რუსეთის გზაზე. არამხოლოდ კონსტიტუციური მოთხოვნების დარღვევები, რომელიც მოხდა არჩევნების დროს, არჩევნების შემდეგ. პარლამენტის პირველი სესია შემიძლია მოვიწვიო მხოლოდ მე, მოიწვია პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც არ იყო ამ დროს თავმჯდომარე, იგი არ იყო აღიარებული კონსტიტუციის მხრიდან. საკონსტიტუციო სასამართლოსთვის არ იყო მიცემული დრო იმ სარჩელების განსახილველად, რომელიც ჩვენ შევიტანეთ. ესეც კიდევ ერთი არაკონსტიტუციური გადაწყვეტილებაა, რომელიც პარლამენტის პირველი სესიის წინ მოხდა.

[28 ნოემბერს] პრემიერ-მინისტრს არ ჰქონდა ლეგიტიმურობა, იმიტომ, რომ ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას არჩევნები, მას ამ განცხადების გასაკეთებლად მანდატი არ გააჩნდა. კონსტიტუციაში ნათლადაა გაწერილი, რომ საქართველოში ყველა ინსტიტუციამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა გამარტივდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. აღნიშნული კონსტიტუციის დიდი ნაწილი შეადგინა ამავე პრემიერ-მინისტრმა, რომელიც კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდა და მან განაცხადა, რომ წყვეტს მოლაპარაკებებს. ისედაც არ მიდიოდა მოლაპარაკებები, მაგრამ ველოდებოდით ამას. რეალურად მან შეაჩერა ევროპული მომავლისკენ სვლა რეალური მანდატის გარეშე და ამის უფლების ქონის გარეშე.

ყველაფერს საქართველოში აკონტროლებს ერთი პარტია და ერთი პირის მმართველობა. რა რჩება ამ კონტროლის გარეთ? ოპოზიციური მედია - მინდა ხაზი გავუსვა სამი მედიიდან ორი საკმაოდ მძიმე ფინანსურ კრიზისშია, რომელიც ასევე პროვოცირებული იყო. ძნელია ამის დამტკიცება. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებს დამოკლეს მახვილი ჰკიდიათ თავზე ე.წ. „რუსული კანონის“ გამო. როგორ მოხდება ამის იმპლემენტაცია და შესრულება, მნიშვნელოვანია და მესამე - პრეზიდენტი - მე აქ ვიმყოფები ორი იმპიჩმენტის მცდელობის გათვალისწინებით. ერთი კვირის შემდეგ მე აღარ მეყოლება პირადი დაცვა. მე არ ვფიქრობ, რომ დაცვა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.