თბილისი (GBC) - სალომე ზურაბიშვილმა იტალიის სენატში სენატორის შეკითხვას, არის თუ არა იმ პოზიციაზე, რომ პრეზიდენტის პოსტის დატოვებას არ აპირებს, უპასუხა: "უკან დახევა იქნება იმ ხალხის ღალატი, რომელიც ქუჩებში დგას. მე არ ვარ ის, ვინც ადამიანებს ქუჩებში გამოსვლისკენ მოუწოდებს, მე ვარ ის, ვინც მათ წარმოადგენს".

მისი თქმით, პრეზიდენტს საქართველოში აღმასრულებელი ძალაუფლება არ გააჩნია.

„მე ვარ გარკვეული კავშირი, სიმბოლო და ამ ხალხს ქუჩებში სჭირდება ეს სიმბოლო. ეს არის ასევე სტაბილურობის ფორმა. ასევე ჩვენმა პარტნიორებმა უნდა იცოდნენ, ვისთან შეიძლება ისაუბრონ, რადგან არის ბევრი პოლიტიკური პარტია, არის ბევრი ახალი ფორმა და ძალა, რომელიც ჩნდება ქუჩის პროტესტიდან. ასე რომ, ერთი ტელეფონი უნდა არსებობდეს ქართული საზოგადოების ამ ძალიან ფართო სპექტრთან სასაუბროდ და ამ საზოგადოებას მხარი უნდა დაუჭირონ და მათ მხარი ჩემი მეშვეობით უნდა დაუჭირონ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.