თბილისი (GBC) - საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს ცხრა მსჯავრდებული პირი შეიწყალა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეწყალებული პირებიდან ხუთი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.

მათივე ინფორმაციით, ოთხ მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის ერთ ქალ მსჯავრდებულს.