თბილისი (GBC) - recov.ge-ის ინფორმაციით, ბათუმში 2024 წლის ნოემბერში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 49%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 23%-იანი კლება დაფიქსირდა. 

ბათუმში 2024 წლის ნოემბერში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 6%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,097 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 2%-ით, კვ.მ.-ზე 975 აშშ დოლარამდე შემცირდა.

recov.ge-ის ინფორმაციით, 2024 წლის ნოემბერში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ნოემბერთან შედარებით 39%-ით, 1 374 ერთეულამდე გაიზარდა, ბაზრის ზომა კი 46%-ით გაიზარდა და 71 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.