კრიზისიდან გამოსავალი თუ ახალი არჩევნებია, ბიზნესი მას მხარს დაუჭერს
როგორც ბიზნესის
წარმომადგენლები
მედიასთან საუბრისას
აღნიშნავენ, შეხვედრა
ქვეყანაში მიმდინარე
მოვლენებს უკავშირდება და
მეტი დეტალის შესახებ მისი
დასრულების შემდეგ
ისაუბრებენ.ბიზნესმენმა
ირაკლი იაშვილმა
ჟურნალისტებს
პრემიერ-მინისტრთან
შეხვედრამდე განუცხადა:
"ლარის კურსზე რომ
მიმდინარეობს შეტევა, ეს
სწორად მიგაჩნიათ თქვენ? -
ეს ნალოლიავები, 30 წელი
ნაკუწ-ნაკუწ ვაგროვეთ ეს
ქვეყანა - ჩამოვაქციოთ ლარი
- მესმის მოთხოვნები და არ
ვუერთდები ამ
მოთხოვნას".იაშვილის თქმით,
ის არ უერთდება
ბიზნესმენების ნაწილის
პეტიციას.„დამპატიჟეს და
მოვედი. 30 წელიწადია, ასეთ
რეჟიმში ცხოვრობს ეს
ქვეყანა, ჩვენც მათ შორის.
ახლა მინდა, გავიგო,
მომავალში ჩვენ რა
გველოდება, როგორ
გავაგრძელოთ ცხოვრება,
როგორ მივხედოთ
ეკონომიკას. მე არ ვიცი
პოლიტიკა. ბიზნესმენმა და
პოლიტიკოსმა თავის საქმეს
უნდა მიხედოს, ოღონდ ისე,
რომ მე ვიყო კმაყოფილი. მე
არ ვუერთდები პეტიციას“, -
განაცხადა ირაკლი
იაშვილმა.„არსის“
დირექტორმა ბესო ორთოიძემ
ჟურნალისტებთან
პრემიერ-მინისტრთან
შეხვედრამდე განაცხადა:
"ბიზნესს, 2000-ზე მეტ
კომპანიას, მათ შორის ჩვენს
კომპანიასაც
დაფიქსირებული გვაქვს, რომ
მნიშვნელოვანია სასწრაფოდ
დეესკალაცია. ამისთვის
მოთხოვნილი გვაქვს
ვადამდელი არჩევნები და
პატიმრების გამოშვება.
მოვუსმენთ და ალბათ,
მათგანაც მივიღებთ
პასუხს“, - განაცხადა ბესო
ორთოიძემ.ბათუმის
საერთაშორისო
აეროპორტების ოპერატორი
კომპანია TAV Georgia-ს
გენერალურმა მენეჯერმა
თეა ზაქარაძემ პრემიერთან
შეხვედრამდე განაცხადა:
„ჩვენი ყველას პოზიცია ის
არის, რომ რაც
გასაკეთებელია
სახელმწიფომ უნდა
გააკეთოს, უნდა გადაიდგას
ნაბიჯი იმისკენ, რომ ყველა
დამშვიდდეს და თუ საჭირო
იქნება, რომ კომპრომისული
ნაბიჯი გადაიდგას - ესეც
უნდა გადაიდგას. მე
ერთადერთი შემიძლია ის
ვთქვა, რომ ჩვენ, აეროპორტს
სტაბილურობა გვჭირდება
ქვეყანაში. აუცილებლად
გამოვიყენებთ ამ
პლატფორმას იმისთვის, რომ
ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ
ბიზნესმა. ხომ იცით რომ
დავაფიქსირებთ? ბიზნესზე
ეს ყველაფერი პირდაპირ
აისახება. ჩემს გარდა 80-100
კაცია, თუ მომეცა აზრის
გამოხატვის საშუალება,
აუცილებლად დავაფიქსირებ.
მე პოლიტიკაში ვერ
ჩავერევი. მხოლოდ იმას
ვიტყვი, რომ ქვეყანას და
ჩვენს ბიზნესს - ავიაციას
სიმშვიდე და სტაბილურობა
სჭირდება. თუ ამისთვის
ახალი არჩევნები იქნება
გამოსავალი, ეს ნაბიჯი უნდა
გადაიდგას. თუ ეს ყველაფერი
ასე გაგრძელდა,
იანვარ-თებერვალში
ბიზნესზე აუცილებლად
აისახება“, - განაცხადა თეა
ზაქარაძემ.“ვრ ჰოლდინგის”
დამფუძნებელმა ნოშიკო
ნამორაძემ ჟურნალისტს კი
განუცხადა: „12 წელია
დაისვენა ქვეყანამ, არც
ომში ხარ და არც უკრაინის
სიტუაცია არ გვაქვს.
მოგწონს, რაც უკრაინაში
ხდება? უკრაინა მოგწონს?
გეკითხები, მოგწონს
უკრაინაში რაც ხდება? რა
უქნეს ქვეყანას, ნახეთ?
იგივე გინდა, რომ აქ იყოს?
აწიოკება გინდა ამ ქვეყნის?
არ გამოგივა“, - განაცხადა
მან.ნამორაძემ
საქართველოში მიმდინარე
აქციების კომენტირებისას
განაცხადა, რომ ძალადობის
მომხრე არ არის, „მაგრამ
ყველაფერს აქვს დასაწყისი
და
მიზანმიმართულობა“.„ზუსტად
ყველაფერი გამიზნულად
მოხდა იმისათვის, რომ
ახალგაზრდები საზარბაზნე
ხორცად დაეტოვებინათ იქ.
დატოვეს საზარბაზნე
ხორცად... არ ვარ ძალადობის
მომხრე, მაგრამ ყველაფერს
აქვს დასაწყისი და
ყველაფერს აქვს
მიზანმიმართულობა. ახლა
ავალ პრემიერთან. რომ
ჩამოვალ, გეტყვით ჩემს
სათქმელს“, - განაცხადა
ნამორაძემ.„თბილღვინოს“
დამფუძნებლის, გიორგი
მარგველაშვილის
განცხადებით, 2 200-ზე მეტი
ბიზნესს წარმომადგენელი
კრიზიდან გამოსვლის გზას,
აქციაზე დაკავებულების
გათავისუფლებაში და
ხელახალ არჩევნებში
ხედავს.როგორც
მარგველაშვილმა
პრემიერ-მინისტრთან
შეხვედრამდე
ჟურნალისტებთან საუბრისას
აღნიშნა, სხვა
ბიზნესმენებთან ერთად მან
თავისი პოზიცია პეტიციაში
უკვე დააფიქსირა.„ჩვენ
ალბათ, აქ ვიკრიბებით
იმისთვის, რომ ვილაპარაკოთ
კრიზისიდან გამოსვლის
გზებზე. ჩვენ 2 200-ზე მეტმა
ბიზნესს წარმომადგენელმა,
ჩვენი განცხადება საჯარო
სივრცეში გავაკეთეთ. ჩვენი
გამოსავლის გზებიც იქ
აღვნიშნეთ, ეს არის
დაკავებულების
გათავისუფლება და
ხელახალი არჩევნები“, -
განაცხადა გიორგი
მარგველაშვილმა.რამდენიმე
კვირის წინ გაკეთდა
ვებგვერდი freebusiness.ge, სადაც
გამოქვეყნებულია
განცხადება და
მოთხოვნილია ხელახალი
არჩევნების დანიშვნა და
საპროტესტო აქციებს დროს
დაკავებულების
გათავისუფლება.ამ
პეტიციას 2200-ზე მეტი
ბიზნესი უერთდება, მათ
შორის, მსხვილი ბიზნესები:
მაგთიკომი, მაკდონალდსი, PSP,
სპარი, მაგნიტი, აზრი და
სხვები. ვებგვერდზე
შეიძლება იმ კომპანიების
ნახვაც, რომლებსაც
განცხადებაზე აზრი
ჯერჯერობით არ
გამოუხატავთ.
1734950998