თბილისი (GBC) - თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, რომ აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში დღეს, 15 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე (თბილისის დროით 19:00 საათზე) გაიმართება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტრამპი თეთრ სახლს პარასკევს, ადგილობრივი დროით 06:45 საათზე დატოვებს, ხოლო ანკორიჯს იმავე დღეს, ალასკის დროით – 17:45 საათზე.

„თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტი შაბათს, დილით ადრე დაბრუნდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

რუსული მედიის ცნობით, ალასკაში, ანკორიჯის აეროპორტში უკვე დაეშვა კრემლის ორი სპეცბორტი.