თბილისი (GBC) - Galt&Taggart-ის კვლევის მიხედვით, 2022 წელს მსუბუქი ავტომობილების იმპორტის ღირებულება წლიურად 73.1%-ით გაიზარდა, რაოდენობა კი 18.0%-ით, რაც ადგილობრივ და საგარეო ბაზრებზე გაზრდილ მოთხოვნას უკავშირდება.

გასულ წელს საქართველოში სულ $1.7 მლრდ-ის 154,153 ერთეული მსუბუქი ავტომობილი იმპორტირდა.

ტოპ პარტნიორები (წყარო:საქსტატი):

1.  აშშ - $864.7 მლნ-ის 100,498 ერთეული, რაც ავტოიმპორტის 51%-ია.

2.  იაპონია - $297.2 მლნ-ის 13,966 ერთეული, რაც ავტოიმპორტის 17.5%-ია.

3.  გერმანია - $186.2 მლნ-ის 13,951 ერთეული, რაც ავტოიმპორტის 11%-ია.

2022 წელს მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი გაორმაგდა, როგორც ტრადიციული ისე ევრაზიული კავშირის ქვეყნებისგან გაზრდილი მოთხოვნის გამო.

2022 წელს ავტომობილების რეექსპორტმა $903.8 მლნ-ს 79.887 ერთეული შეადგინა, რაც 97%-ით მეტია 2021 წელზე (2021: $456.6მლნ-ს 63,860 ერთეული).

ტოპ პარტნიორები (რეექსპორტი):

1.  აზერბაიჯანი - $308.4 მლნ-ის 30,452 ერთეული. რეექსპორტის 34%.

2.  სომხეთი - $144.8 მლნ-ის 11,9032 ერთეული. რეექსპორტის 16%.

3.  უკრაინა - $119.8 მლნ-ის 12,673 ერთეული. რეექსპორტის  13%.

2022 წელს რე-ექსპორტის ზრდა ძირითადად ახალ მანქანებზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა: