თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს შესწორებულმა გენდერულმა საათობრივმა სახელფასო სხვაობამ 13.2% შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი ყოველთვიური სახელფასო სხვაობის შემთხვევაში 20.9%-ია. გასულ წელთან შედარებით გენდერული საათობრივი სახელფასო სხვაობა 2.2პ.პ.-ით არის შემცირებული, ხოლო ყოველთვიური სახელფასო სხვაობა - 2.1 პ.პ.-ით.

2023 წელს მრეწველობის სფეროში შესწორებულმა გენდერულმა საათობრივმა სახელფასო სხვაობამ 12.3% შეადგინა, ხოლო მომსახურების სფეროში - 13.2%.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია შესწორებული საათობრივი და ყოველთვიური გენდერული სახელფასო სხვაობა საქმიანობის სახეების მიხედვით.

დაკავებული თანამდებობების/პოზიციების მიხედვით, ყველაზე დიდი შესწორებული საათობრივი გენდერული სახელფასო სხვაობა ხელოსნებისა და მონათესავე სფეროების მუშების პოზიციაზე დაფიქსირდა და 39.3% შეადგინა, მეორე ადგილზეა დანადგარებისა და მოწყობილობების ოპერატორები და ამწყობები (24.4%).

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია შესწორებული საათობრივი და ყოველთვიური გენდერული სახელფასო სხვაობა დაკავებული თანამდებობების/პოზიციების მიხედვით.