თბილისი (GBC) – 2024 წლის I-III კვარტალის მდგომარეობით, ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან 348,329 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +5.9%-ია. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

იანვარ-სექტემბერში გერმანიიდან საქართველოში 62,804 ვიზიტი განხორციელდა, ზრდა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +15.6%-ია.

  • დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 25,431 ვიზიტი შედგა, ზრდა +12.5%-ია,
  • საფრანგეთიდან კი 22,768 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, ზრდა 2023 წელთან შედარებით +21.3%-ია,
  • საბერძნეთიდან საქართველოში 20,500 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა +24.3%-ია.