თბილისი (GBC) - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2024 წლია I-III კვარტალის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. იანვარ-სექტემბერში საქართველოში 5,794,661 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +4.1%-ია.

2024 წლის 9 თვეში საქართველოში 3,992,842 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +9.2%-ია.

საერთაშორისო მოგზაურთა და ტურისტთა ზრდა ფიქსირდება 2024 წლის მესამე კვარტალშიც.

ივლის-სექტემბერში საქართველოში 2,773,594 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +2.5%-ია.

ამასთან, ივლისსა და სექტემბერში ქვეყანაში 1,869,026 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, ზრდა +8.3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.