თბილისი (GBC) -  საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის აგვისტოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.1%-ით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო სამშენებლო მასალების ფასების 1%-იანი ზრდით, რამაც 0.59 პ.პ შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 7.9%-ით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 29.7%-იანი ზრდით და სამშენებლო მასალების 3.8%-იანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად, 4.59 და 2.29 პ.პ შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 19.7%-ით.