თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემების თანახმად, ყაზახეთში 2024 წლის პირველ 5 თვეში საქართველოდან 18 140 ცალი (237.201 მლნ აშშ დოლარი) მანქანა გავიდა, რაც წინა წლებთან შედარებით, მაქსიმალური მაჩვენებელია.

შედარებისთვის, 2023 წლის იანვარ-მაისში 10 894 ერთეული (186.788 მლნ აშშ დოლარი) ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში - 2 762 (23.375 მლნ აშშ დოლარი), 2021 წლის 5 თვეში - 289 (3.808 მლნ აშშ დოლარი), 2020 წლის იგივე საანგარიშო პერიოდში 172 (2.158 მლნ აშშ დოლარი) და ა.შ.

საქსტატის სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის პირველი 5 თვის მონაცემებით, გამოდის, რომ ყაზახეთში გასული 1 ავტომობილის საშუალო ღირებულება საშუალოდ, 13 ათასი აშშ დოლარია.

რაც შეეხება ყირგიზეთს, წელს, იანვარ-მაისში 9 302 ერთეული (330.536 მლნ აშშ დოლარი) ავტომობილი გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 4 571 ერთეული (181.803 მლნ აშშ დოლარი), 2022 წლის 5 თვეში - 1 525 (8.889 მლნ აშშ დოლარი), 2021 წლის იგივე საანგარიშო პერიოდში - 399 (3.654 მლნ აშშ დოლარი) და ა.შ.

გამოდის, რომ წელს, ყირგიზეთში ექსპორტირებული ერთი ავტომობილის საშუალო ღირებულება 35,5 ათას აშშ დოლარს შეადგენდა.

თუმცა, როგორც ყაზახეთის, ისე ყირგიზეთის შემთხვევაში, მარკის, მოდელის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, შესაძლოა, ერთი ავტომობილი უფრო მეტი ან ნაკლები ღირდეს.

შენიშვნა: ღირებულება დაანგარიშებულია ყველანაირი გადასახადების გარეშე.