თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 0.9%-ით შემცირდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 8% შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 46.7%-ით არის გაზრდილი.
RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.
2024 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების კლება დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (-1.1%), ისე კერძო სახლების სეგმენტში (-0.2%).
2023 წლის მესამე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 7.5%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 9.7%-ით.
ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე წარმოდგენილია 2024 წლის მესამე კვარტალში ახალაშენებული (დასრულებული) საცხოვრებლების სეგმენტში 1მ²-ის მედიანური ღირებულება, თბილისის უბნების მიხედვით.
ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე წარმოდგენილია ახალაშენებული (დასრულებული) ბინების სეგმენტში 1მ²-ის მედიანური ღირებულება, მათი მდგომარეობის (კარკასის) მიხედვით.