თბილისი (GBC) – საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 19 022.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 5.5%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი 5 468.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 7.4%-ით), ხოლო იმპორტი 13 554 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 4.8%-ით).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში 8 085.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.5%-ია.

საქსტატი საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს გამოაქვეყნებს მიმდინარე წლის 
19 ნოემბერს.