თბილისი (GBC) - recov.ge-ის მონაცემებით, 2024 წლის პირველ ნახევარში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 19,477 ერთეული შეადგინა და წინა წლის პირველ ნახევართან შედარებით 3%-იანი შემცირება დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 5%-ით, 1.3 მილიარდ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.
recov.ge-ზე გამოქვეყნებული განახლებული მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ 2024 წლის ივნისში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 10%-ით გაიზარდა გარეუბანსა და ქალაქის ცენტრში. ფართო ცენტრში კი 5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ამასთან, 2024 წლის ივნისში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,049 ერთეული შეადგინა და წინა წლის ივნისთან შედარებით 21%-იანი კლება დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 13%-ით, 212 მილიონ აშშ დოლარამდეა შემცირებული.
2024 წლის ივნისში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 12%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი 6% და 4%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ცნობისთვის, 2024 წლის პირველ ნახევარში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 12%-ით გაიზარდა გარეუბნებში. ხოლო ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში 11% და 10%-იანი ზრდა დაფიქსირდა.