თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10.319 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.8%-ით ნაკლებია. 

აქედან, ექსპორტი 2.847 მლრდ. აშშ დოლარს შეადგენს (შემცირდა 6.7%ით), ხოლო იმპორტი 7 471.8 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 0.2%-ით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის იანვარ-ივნისში, 4 624.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44.8 პროცენტია.

საქსტატის მონაცემებითვე, 2024 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.5% შეადგინა. 

საქართველოს უმსხვილესი 10 სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა 2024 წლის იანვარ-ივნისის ექსპორტის მიხედვით იყო:

  • ყირგიზეთი - 453.402 მლნ აშშ დოლარი;
  • ყაზახეთი - 354.300 მლნ აშშ დოლარი;
  • რუსეთი - 340.083 მლნ აშშ დოლარი;
  • აზერბაიჯანი - 318.197 მლნ აშშ დოლარი;
  • სომხეთი - 278.323 მლნ აშშ დოლარი;
  • თურქეთი - 243.789 მლნ აშშ დოლარი;
  • ჩინეთი - 145.843 მლნ აშშ დოლარი;
  • უკრაინა - 55.074 მლნ აშშ დოლარი;
  • შვეიცარია - 52.886 მლნ აშშ დოლარი;
  • უზბეკეთი - 50.904 მლნ აშშ დოლარი.