თბილისი (GBC) - Galt & Taggar-ის შეფასებით, საქართველოს ირანთან ეკონომიკური ურთიერთობა ძირითადად ტურიზმით შემოიფარგლება, სადაც ირანიდან მიღებული შემოსავლები 2025 წლის იანვარ-სექტემბერში მთლიანი ტურიზმის შემოსავლების 2.7%–ს შეადგენდა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საინვესტიციო კომპანიაში ფიქრობენ, რომ ირანში არასტაბილურობის შესაძლო გამწვავებას საქართველოს ტურიზმის სექტორზე გავლენა მინიმალური ექნება.
Galt & Taggar-ის შეფასებით, 2025 წლის დეკემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 5.3%-ით გაიზარდა და $280 მლნ შეადგინა.
ჯამურად, 2025 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები $4.6 მილიარდს გაუტოლდა (+4.9% წ/წ).
საინვესტიციო კომპანიის პროგნოზით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2026 წელს $4.9 მლრდ-ს მიაღწევს.