თბილისი (GBC) – არაბთა გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi საქართველოს მიმართულებით ფრენის სიხშირეს კვირაში 9–მდე ზრდის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

„საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, ავიაკომპანია მიმდინარე წლის 3 აგვისტოდან აბუ დაბი – ქუთაისი – აბუ დაბის მიმართულებით დაამატებს კვირაში ორ სიხშირეს და ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე ფრენები შესრულდება კვირაში ცხრა სიხშირით.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ Wizz Air Abu Dhabi-ის გაზრდილი სიხშირით ოპერირების ნებართვა უკვე მიენიჭა“, – ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციაში.