თბილისი (GBC) – თურქეთში პირველი უპილოტო ვერტმფრენი შექმნეს. ALPIN საზღვაო ხომალდებზე დაჯდომას შეძლებს.

თურქული მედიის ცნობით, ამ ტექნოლოგიური სიახლის წარმოებაში ჩაშვების მიზნით უკვე გაფორმდა კონტრაქტი დრონის მწარმოებელ კომპანიას Titra Teknoloji და Airbus–ს (მსოფლიოში ერთ–ერთი უმსხვილესი ავიამშენებელი კომპანია) შორის. დოკუმენტს ხელი სასაზღვრო უსაფრთხოების გამოფენის ფარგლებში მოეწერა, სადაც პირველად წარადგინეს ვერტმფრენი დრონი.