თბილისი (GBC) – Credit Suisse მძიმე მდგომარეობაშია. კომპანია ახდენს ბიზნესის რესტრუქტურიზაცია, რათა შეაჩეროს დანაკარგები. ამ ყველაფერს ემატება ინვესტორების შეშფოთება,რაც დიდი დანაკარგებითაა გამოწვეული.
გახმაურებული სკანდალების გამო, კომპანიამ ბოლო კვარტალში $4 მლრდ დაკარგა.
კომპანიამ განაცხადა,რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში იგი გაათავისუფლებს 9000 თანამშრომელს.
Credit Suisse- ხელმძღვანელმა ალექს ლემანმა განაცხადა,რომ რესტრუქტურიზაცია ,,წარმატების გეგმაა’’. ინვესტორების მხრიდან ამ განცხადებას ნეგატიური უკუკავშირი ჰქონდა, რაც კომპანიის აქციების 13%-იანი გაუფასურებით გამოისახა.
რესტრუქტურიზაციის გეგმის ფარგლებში Credit Suisse-ის მიზანია $4 მლრდ ახალი კაპიტალის მოზიდვა, საიდანაც $1,5 მლრდ საუდის არაბეთის ეროვნული ბანკიდან იქნება.