თბილისი (GBC) – სერბეთში მასობრივი საპროტესტო ტალღა აგორდა, წერს ადგილობრივი მედია. ქალაქ ნოვი–სადში მმართველი პარტიის შტაბი დაარბიეს.

არეულობის შედეგად 60–ზე მეტი ადამიანი დაშავდა, აცხადებს სერბეთის პრეზიდენტი ალეკსანდრ ვუჩიჩი.

პროტესტის მონაწილეები ბელგრადსა და ნოვი–სადში პოლიციას ესხმიან თავს. ზოგ ადგილას ადგილობრივმა მოსახლეობამ პოლიციის კორდონები გაარღვია. დაიწყო შეტაკებები დაუდგენელ პირებთან, რომლებიც ნიღბებით და ხელკეტებით აღჭურვილი ხალხის ბრბოში გაერივნენ.

გუშინ, 13 აგვისტოს საღამოს, შეტაკებებში 15 პოლიციელი დაშავდა. ამის შესახებ რესპუბლიკის შს მინისტრმა ივიცა დაჩიჩმა განაცხადა.