თბილისი (GBC) – თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ციფრული სივრცის კონტროლის რადიკალური გამკაცრების გეგმა გამოაცხადა. რეფორმა შეეხება როგორც პოპულარულ სოციალურ ქსელებს, ისე ბლოკირების გვერდის ავლის ინსტრუმენტებსაც.

„ჩვენ შემოგვაქვს სავალდებულო იდენტიფიკაცია და მოთხოვნა, სოციალურ ქსელებში ინფორმაციის გაზიარებაზე“, – აღნიშნა თურქეთის ლიდერმა. მისივე თქმით, ადგილობრივი კანონების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით „აუცილებელია ტექნიკური  ზომების მიღება VPN-ის წინააღმდეგ“.

ცალკე ყურადღება დაეთმობა ქსელის ჩრდილოვანი სეგმენტის მონიტორინგს. ერდოღანის თქმით, სახელმწიფო ზედამხედველობის მიზნით მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებას გეგმავს: „კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენ ყოფნას ინტერნეტის ბნელ ჩიხებში და ამისთვის ხელოვნურ ინტელექტს გამოვიყენებთ“.