თბილისი (GBC) - ტექნოლოგიური გიგანტები ეკონომიკის შესუსტებამ დააზარალა.

Alphabet, რომელიც Youtube და Google-ის მფლობელია განაცხადა, რომ მესამე კვარტალში გაყიდვები მხოლოდ 6%-ით 69 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. კომპანია დაბალ მაჩვენებლებს მომხმარებლების მიერ სარეკლამო ბიუჯეტის შემცირებას უკავშირებს.

კიდევ ერთი ტექნოლოგიური გიგანტი Microsoft საუბრობს,რომ პროდუქციის გაყიდვა შემცირებულია. მაიკროსოფტის გაყიდვები ამ პერიოდში 50.1 მლრდ დოლარამდე 11%-ით გაიზარდა. ეს ბოლო 5 წელიწადში ყველაზე ნელი ზრდაა.

ძლიერმა ამერიკულმა დოლარმა დააზარალა ამერიკული კომპანიები, რადგან გაძვირდა ამერიკული პროდუქციის საზღვარეთ გაყიდვა.

BBC- წერს,რომ აღნიშნული გარემოებები ზრდის გლობალური რეცესიის შიშს…