თბილისი (GBC) - სამხრეთ კორეაში ტყის ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მაუწყებელი BBC ავრცელებს.

სამხრეთ კორეის სხვადასხვა რეგიონიდან 23 000-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია. ამ დროისთვის დამწვარია უკვე 17 000 ჰექტარი.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ათასობით მეხანძრე და დაახლოებით 5000 სამხედრო პერსონალი მუშაობს.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ჰან დოკ სუს განცხადებით, ეს ტყის ხანძრები ქვეყნის ისტორიაში ყველაზე უარესია.

მისივე თქმით, მთავრობამ გამოიყენა ყველა შესაძლო რესურსი და აღჭურვილობა, მაგრამ ძლიერი ქარი ხელს უშლის სალიკვიდაციო სამუშაოებს.

BBC-ის ინფორმაციით, მიმდინარე წელს სამხრეთ კორეაში ტყის ხანძარი უკვე 244-ჯერ დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.4-ჯერ მეტია.