თბილისი (GBC) – რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტობის კანდიდატებს ბორის ნადეჟდინს და სერგეი მალინკოვიჩს რეგისტრაციაზე უარი უთხრა. ნადეჟდინი ცესკოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს, მალინკოვიჩი კი ვერდიქტზე დავას არ აპირებს.

გადაწყვეტილება საარჩევნო უწყებაში ერთხმად მიიღეს. დღეს, 8 თებერვალს გამართულ სხდომაზე ცესკომ ნადეჟდინის მხარდამჭერთა 9 149 ხელმოწერა ცნო ბათილად. მისაღები აღმოჩნდა 95 587 ხელმოწერა, თუმცა პრეზიდენტობის კანდიდატად დასარეგისტრირებლად 100 ათასი ხელმოწერაა საჭირო.

ცესკომ დაიწუნა გარდაცვლილთა ხელმოწერები, ასევე ხელმომწერთა მონაცემებში შეცდომების გამო, თვით ხელმოწერებში დაშვებული შეცდომები (არ ემთხვეოდა შსს–ს ბაზაში არსებულ ნიმუშებს).

პრეზიდენტის თანამდებობას მეხუთე ვადით თავდაჯერებულად აპირებს მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. მან, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა, 300 ათასი ხელმოწერა წარუდგინა ცესკოს. სპეციალისტებმა ამ ხელმოწერების მხოლოდ 0,15% ცნეს ბათილად.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15–17 მარტის პერიოდში გაიმართება. დამოუკიდებელი დამკვირვებლები აცხადებენ, რომ რუსეთში არჩევნები არ ტარდება თავისუფლად და სამართლიანად.