თბილისი (GBC) – თურქეთი 1–ლი მაისიდან 130%–იან გადასახადს აწესებს მარცვლეულის იმპორტზე – მათ შორის ხორბალზე, ქერზე და სიმინდზე. ამის შესახებ ინფორმაცია თურქეთის მთავრობის ოფიციალურ საიტზე Resmi Gazete გამოაქვეყნეს. თურქეთისთვის მარცვლეულის უმსხვილესი მიმწოდებელი უკრაინაა. 

ექსპერტები ამბობენ, რომ თურქეთის ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებით მოსავლის აღების პერიოდში საკუთარი ფერმერების დაცვას ცდილობს. წელს თურქეთში მარცვლეულის უხვ მოსავალს ელოდებიან.

მანამდე უკრაინიდან სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის შეჩერების შესახებ პოლონეთმა, უნგრეთმა, ბულგარეთმა და სლოვაკეთმა განაცხადეს.