თბილისი (GBC) - უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირისკენ სინქრონული მოძრაობის გაგრძელების მნიშვნელობაზე ესაუბრა.
„შევთანხმდით, რომ ვიმუშავებთ იმ გადაწყვეტილებების მოძიებაზე, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, ახლო მომავალში გავხსნათ მოლაპარაკების პირველი ეტაპი. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა და მოლდოვა მომავალშიც სინქრონულად მოძრაობდნენ“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
უკრაინის პრეზიდენტმა განმარტა, რომ საუბარი ასევე ეხებოდა უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოების მუშაობას.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ემანუელ მაკრონს ინფორმაცია მიაწოდა სტამბოლში რუსეთის დელეგაციასთან შეხვედრის შედეგების შესახებ.
„ჩვენ მივაღწიეთ ტყვეთა გაცვლის შესახებ ახალ შეთანხმებას. ველოდებით პასუხს ჩვენს წინადადებაზე აგვისტოს ბოლომდე უმაღლეს დონეზე შეხვედრის ჩატარების შესახებ. მასში აუცილებლად უნდა მონაწილეობდნენ ევროპის წარმომადგენლები“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, მხარეებმა ასევე განიხილეს უკრაინის ძირითად თავდაცვით საჭიროებები.