GE EN
სხვა სიახლეები
,,გეგმაში გვაქვს გავაკეთოთ სრულიად თანამედროვე ტიპის თბილისის ცენტრალუ...

მისი განცხადებით, თბილისის ცენტრალური რკინიგზის სადგური მოძველებული იყო და გარკვეულ სამუშაოებს საჭიროებდა.„გეგმაში გვაქვს გავაკეთოთ თანამედროვე სადგური, ვაახლებთ ყველა ბაქანს. ვფიქრობთ რომ 10-11 თვის განმავლობაში სრულად მოვახდენთ სადგურის რეაბილიტაციას. გვექნება გაცილებით თანამედროვე სადგური, რომელიც კომფორტული იქნება მგზავრებისთვის", - აცხადებს ლაშა აბაშიძე.თბილისი ცენტრალში ბაქნების დემონტაჟი უკვე დაწყებულია. პროექტის მიხედვით, ბაქნების გარდა, შეიცვლება მგზავრების მოსაცდელი კუთხეები, გაკეთდება ახალი ესკალატორები, ასევე სახანძრო მაშუქი მოწყობილობები და დამონტაჟდება საავარიო განათება.  თბილისი ცენტრალის განახლების ჯამური ღირებულება დაახლოებით 7 მლნ ლარია.

1793103790

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი...

ტრანზაქცია ბანკისთვის დამატებითი პირველადი კაპიტალის ინსტრუმენტების პირველი საბაზრო განთავსებაა, რომელზეც ინვესტორების მხრიდან მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა. განთავსებული ობლიგაციების 54% ინსტიტუციურმა ინვესტორებმა, ხოლო 46% სოფისტიცირებულმა ფიზიკურმა პირებმა შეიძინეს. ემისია დამატებით გააძლიერებს ბანკის კაპიტალს და ხელს შეუწყობს სამომავლო ზრდას.ტრანზაქციის ფარგლებში სრულყოფილი იურიდიული მხარდაჭერა უზრუნველყო BLC Law Office-მა.„დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) ინსტრუმენტის ადგილობრივ ბაზარზე განთავსება კრედო ბანკისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია. ტრანზაქცია აძლიერებს ბანკის კაპიტალის პოზიციას და აფართოებს მისი მოზიდვის შესაძლებლობებს, რითაც ხელს უწყობს ბანკის სამომავლო ზრდას.განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინვესტორების მხრიდან დაფიქსირებული მაღალი ინტერესი, რაც „კრედო ბანკის“ მიმართ ნდობისა და ჩვენი განვითარების სტრატეგიის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გამოხატულებაა. მოხარულნი ვართ, რომ ამ ტრანზაქციით ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე ინვესტორებთან თანამშრომლობის ახალი მიმართულება გავხსენით.მადლობას ვუხდი ყველა ინვესტორს გამოხატული ნდობისთვის და ვულოცავ ტრანზაქციაში ჩართულ გუნდებს წარმატებულ განთავსებას“, - ზაზა ფირცხელავა, კრედო ბანკის აღმასრულებელი დირექტორი.„ვულოცავ კრედო ბანკსა და მის გუნდს წარმატებულ ტრანზაქციას. ბანკმა პირველად განათავსა დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) ინსტრუმენტები გარე ინვესტორებზე.  ემისიამ ბანკს ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის მეშვეობით კაპიტალის მოზიდვის ახალი შესაძლებლობა გაუხსნა და დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციას შეუწყო ხელი.თიბისი კაპიტალისთვის კი, ეს წელს AT1 ობლიგაციების მეორე წარმატებული ემისიაა. ტრანზაქცია კიდევ ერთხელ ადასტურებს თიბისი კაპიტალის გამორჩეულ შესაძლებლობებს, მოიზიდოს მრავალფეროვან ინვესტორთა ბაზა, უზრუნველყოს ემიტენტებისთვის კონკურენტული დაფინანსების პირობები და გააფართოვოს ქართული ბანკების წვდომა რეგულატორული კაპიტალის მოზიდვის ალტერნატიულ წყაროებზე.მოხარული ვარ, რომ სულ უფრო მეტი კომპანია იყენებს ადგილობრივ კაპიტალის ბაზარს დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, რაშიც თიბისი კაპიტალს, როგორც წამყვან საინვესტიციო ბანკს, უდიდესი წვლილი შეაქვს. აქტიურად ვუჭერთ მხარს ქართული კაპიტალის ბაზრის განვითარებას - წლის დასაწყისიდან 14 კორპორატიული ობლიგაციის ტრანზაქციაში მივიღეთ მონაწილეობა და 60%-იანი ბაზრის წილით ლიდერობას ვინარჩუნებთ“, - ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.კრედო ბანკი სიდიდით მეხუთე კომერციული ბანკია საქართველოში. იგი ქვეყნის მასშტაბით, 97 სერვისცენტრით, 500,000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში. კრედო ბანკის მფლობელებს წარმოადგენენ განვითარებისა და სოციალური გავლენის მქონე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები: გერმანული Access Credo GmbH, ფრანგული Proparco და იაპონური Gojo & Company, Inc. ბანკს Fitch Ratings-ისგან მინიჭებული აქვს  ‘B+’ საკრედიტო რეიტინგი, სტაბილური პერსპექტივით.(R)

1793103438

ნათია თურნავა ფინანსურ ინოვაციებთან ერთად უფრო ეფექტიან საგადახდო გარე...

ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა 2027 წლისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის ძირითად პრიორიტეტებზე, მათ შორის ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობის შენარჩუნებაზე, საერთაშორისო სარეზერვო ბუფერების გაძლიერებასა და დედოლარიზაციის პროცესის გაგრძელებაზე. მისი განცხადებით, მცირე ზომის ღია ეკონომიკისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რისკების დროულ შეფასებას, თანმიმდევრულ პოლიტიკასა და ფინანსური სისტემის მდგრადობის გაძლიერებას.პანელზე ასევე საუბარი  შეეხო საქართველოს საგადახდო ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას, ფინტექ-ეკოსისტემის განვითარებასა და ციფრული ფინანსების მარეგულირებელი ჩარჩოს დახვეწას. ნათია თურნავამ ამ მიმართულებით უკვე განხორციელებულ რეფორმებთან ერთად სამომავლო პრიორიტეტებზეც ისაუბრა, მათ შორის მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვასა და საერთაშორისო საგადახდო სისტემებთან ურთიერთთავსებადობის გაძლიერებაზე.საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა რეგიონულ ცენტრალურ ბანკებს შორის მარეგულირებელი თანამშრომლობის მნიშვნელობასაც. მისი შეფასებით, მზარდი სავაჭრო და ფინანსური კავშირების ფონზე, ტრანსსასაზღვრო გადახდების გამარტივება, ინფორმაციის დროული გაცვლა და საზედამხედველო ჩარჩოების დაახლოება ხელს შეუწყობს რეგიონის ფინანსურ მდგრადობასა და კონკურენტუნარიანობას.„მდგრადობა შოკების რეალიზებამდე უნდა აშენდეს. საქართველოს მსგავსი მცირე ზომის ღია ეკონომიკისთვის სანდო პოლიტიკასა და ადეკვატურ ბუფერებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამასთან, ჩვენი მიზანია, ფინანსური ინოვაციების განვითარებასთან ერთად შევქმნათ უფრო ეფექტიანი და ურთიერთთავსებადი საგადახდო გარემო, ხოლო რეგიონულ პარტნიორებთან თანამშრომლობით ხელი შევუწყოთ ეკონომიკური და ფინანსური კავშირების გაღრმავებას", - განაცხადა ნათია თურნავამ.პანელურ დისკუსიაში „ცენტრალური ბანკების პრიორიტეტები 2027 წლისთვის", ნათია თურნავასთან ერთად ალბანეთის, სომხეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, ყაზახეთისა და ჩინეთის ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.პანელურ დისკუსიას მოდერატორობას უწევდა - გლობალური ფინანსებისა და ტექნოლოგიების ქსელის (GFTN) ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი სოპნენდუ მოჰანტი.„თბილისის ფინანსური სამიტი" 27-28 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სინგაპურში დაფუძნებული გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის (GFTN) ერთობლივი ორგანიზებით უკვე მეორედ იმართება.

1793101696

Vento Energy-ის 43.2 მგვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურზე ტურბინების...

ელექტროსადგურზე დამონტაჟდა Goldwind-ის ექვსი GWH182-7.2MW მოდელის ტურბინა, რომელთაგან თითოეულის სიმძლავრე 7.2 მგვტ-ია. ტურბინების მონტაჟი კომპანია GOLDWIND INTERNATIONAL GEORGIA - მ განახორციელა. აღსანიშნავია, რომ ბრეთის ქარის ელექტროსადგური საქართველოში ყველაზე მასშტაბური ქარის ელექტროსადგურია, რომელიც სრულად ადგილობრივი კომერციული ბანკის დაფინანსებით განხორციელდა.პროექტი საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.„მოხარული ვართ, რომ საქართველოში კიდევ ერთი თანამედროვე განახლებადი ენერგიის პროექტი განხორციელდა, რომელიც სულ მალე ჩაერთვება ქვეყნის ერთიან ენერგოსისტემაში. მადლობას ვუხდით ყველა ჩართულ მხარეს, განსაკუთრებით კი კომპანია Goldwind-ს და საქართველოს ბანკს გაწეული მხარდაჭერისა და პროექტის წარმატებით განხორციელებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის“, - აცხადებს ზაქარია ავალიანი, ვენტო ენერჯის დირექტორი.„ბრეთის ქარის ელექტროსადგურის პროექტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში განახლებადი ენერგიის განვითარების მიმართულებით და ასახავს Goldwind-ის გრძელვადიან ხედვას საქართველოს ენერგეტიკული ტრანსფორმაციის პროცესში. ქართულ ბაზარზე 2024 წელს შემოსვლის შემდეგ, ჩვენ უკვე გავაფორმეთ ცხრა ქარის ელექტროსადგურის პროექტზე შეთანხმება, რომელთა ჯამური სიმძლავრე 438 მგვტ-ს შეადგენს.  მომავალშიც გავაგრძელებთ საქართველოში ქარის ენერგიის პროექტების განხორციელებაში მონაწილეობას, რათა ჩვენი ტექნოლოგიური გამოცდილებით ხელი შევუწყოთ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობასა და მდგრად განვითარებას. მინდა მადლობა გადავუხადო ვენტო ენერჯის, საქართველოს ბანკსა და ყველა პარტნიორს ნდობისა და თანამშრომლობისთვის“, - აცხადებს პიტერ გუო, Goldwind Georgia-ს ბიზნესის განვითარების დირექტორი.„ქარის ენერგიის განვითარება საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მისაღწევად ერთ-ერთი გადამწყვეტი მიმართულებაა. ქარის ენერგიის გენერაცია ავსებს ზამთრის ენერგოდეფიციტს და ამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას. საქართველოს ბანკისთვის აღნიშნული მიმართულება სტრატეგიული მნიშვნელობის მქონეა. შესაბამისად, ბრეთის ქარის ელექტროსადგურის პროექტის დაფინანსებით ხელს  ვუწყობთ საქართველოში ქარის ენერგიის განვითარებასა და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლის განმტკიცებას“, - აცხადებს ბონდო ტაბატაძე, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი.(R)

1793101431

საქართველოს ბანკმა ტაშკენტში საერთაშორისო ბიზნეს გამოფენას უმასპინძლა

გამოფენაში 40-მდე ქართული კომპანია მონაწილეობდა, უზბეკეთის მხრიდან კი ღონისძიებას 1,400-ზე მეტი კორპორატიული სექტორის წარმომადგენელი დაესწრო, მათ შორის უმაღლესი რგოლის მენეჯერები და გადაწყვეტილების მიმღები პირები.ორდღიანი პროგრამა მოიცავდა დახურულ ბიზნესკონფერენციას, საერთაშორისო გამოფენას, ადგილობრივ კომპანიებში ვიზიტებსა და მიზნობრივ B2B შეხვედრებს. ღონისძიების ფარგლებში 90-ზე მეტი პირისპირ ბიზნესშეხვედრა გაიმართა, რამაც მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, უზბეკეთის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის საკუთარი პროდუქცია და მომსახურება წარედგინათ და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განეხილათ.გამოფენის საერთაშორისო მასშტაბის ზრდას ხელი შეუწყო სტრატეგიულმა პარტნიორობამ უზბეკეთის წამყვან ბიზნესინსტიტუციებთან - The Europe-Uzbekistan Association for Economic Cooperation (EuroUZ)-თან და უზბეკეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან.„საქართველო – უზბეკეთი აბრეშუმის გზა“ საერთაშორისო ბიზნესდიალოგის, ახალი პარტნიორობებისა და გრძელვადიანი ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პლატფორმაა, რომელიც ქართულ კომპანიებს ცენტრალური აზიის ბაზარზე საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენასა და საქმიანობის გაფართოებაში ეხმარება.(R)“საქართველო – უზბეკეთი აბრეშუმის გზა“ 

1793100894

ევროკავშირიდან ვიზიტები 20%-ით, ხოლო შემოსავლები 29%-ით გაიზარდა - თიბ...

შემოსავლების ზრდის ძირითადი მამოძრავებელი მესამე კვარტალი გახდა, სადაც რეკორდული $1.9 მილიარდი დაფიქსირდა (წლიური ზრდა 10%). ამ ზრდამ სრულად გადააფარა წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებული კლება.ტურიზმისა და შემოსავლების ძირითადი მაჩვენებლები (2026 წლის 9 თვე) მაჩვენებელი / კატეგორია 2026 წლის 9 თვე წლიური ცვლილება (YoY) დამატებითი დეტალები სულ საერთაშორისო ვიზიტები 5.3 მლნ 0% III კვარტალში ზრდამ 3% შეადგინა └ ტურისტული ვიზიტები — +2% ძირითადი მამოძრავებელი └ ერთდღიანი ვიზიტები — -9% შემცირება მეზობელი ბაზრებიდან სულ შემოსავლები ტურიზმიდან $3.8 მლრდ +4% 3.8 მილიარდი დოლარი └ III კვარტალის შემოსავალი $1.9 მლრდ +12% რეკორდული კვარტალური მაჩვენებელი ვიზიტების დინამიკა: ტურისტული ნაკადები და ძირითადი ბაზრები2026 წლის 9 თვეში საერთაშორისო ვიზიტების საერთო რაოდენობა პრაქტიკულად უცვლელი დარჩა და 5.3 მილიონი შეადგინა. თუმცა, სტრუქტურულად დადებითი ტენდენცია გამოიკვეთა: ტურისტული ვიზიტები 2%-ით გაიზარდა, ხოლო ერთდღიანი ვიზიტები 9%-ით შემცირდა, რაც ძირითადად მეზობელი ბაზრებიდან ნაკადების შესუსტებას უკავშირდება.საერთაშორისო ვიზიტების მიხედვით, საქართველოს უმსხვილეს ბაზრად კვლავ რუსეთი რჩება (25%-იანი წილი), რომელსაც თურქეთი (17%) და სომხეთი (13%) მოსდევს.საინტერესო დინამიკა დაფიქსირდა სხვა მიმართულებებითაც: ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი: ამ ჯგუფმა ჯამური ვიზიტების 9% შეადგინა (470 ათასი ვიზიტი, წლიური ზრდა 20%) და გადაუსწრო ისეთ ბაზრებს, როგორებიცაა ისრაელი და აზერბაიჯანი. ევროპელ ვიზიტორებში ლიდერობენ გერმანია (17%), პოლონეთი (16%) და დიდი ბრიტანეთი (9%). აზერბაიჯანი: მესამე კვარტალში ვიზიტების ზრდა 36%-მდე დაჩქარდა. გარდაბნის სარკინიგზო გამშვები პუნქტით 9 თვეში 30 ათასი ვიზიტი დაფიქსირდა (2025 წლის 900-თან შედარებით). ისრაელი: 9 თვის ჯამით ვიზიტები უცვლელი დარჩა (0%), თუმცა მესამე კვარტალში დაფიქსირებულმა 19%-იანმა ზრდამ წლის დასაწყისის კლება დააბალანსა. მაღალი ზრდა და კლება: ვიზიტების მაღალი წლიური ზრდა დაფიქსირდა ჩინეთიდან (+24%) და უკრაინიდან (+22%). საპირისპიროდ, მკვეთრი კლება დაფიქსირდა ინდოეთიდან (-51%) და ირანიდან (-30%), რაზეც ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა და IndiGo-ს მიერ პირდაპირი ფრენების შეჩერებამ იმოქმედა. ვიზიტორები და შემოსავლები ბაზრების მიხედვით ქვეყანა / რეგიონი წილი ვიზიტებში JPG+ 1 ვიზიტების დინამიკა JPG+ 2 შემოსავლების დინამიკა JPG რუსეთი 25% +5% +14% თურქეთი 17% -4% -6% სომხეთი 13% -6% გაიზარდა ევროკავშირი & დიდი ბრიტანეთი 9% +20% (470 ათასი) +29% (უმსხვილესი წყარო) ისრაელი მე-4 ბაზარი 0% (III კვ. +19%) +6% აზერბაიჯანი — III კვ. +36% გაიზარდა უკრაინა — +22% +46% ჩინეთი — +24% — ინდოეთი — -51% — ირანი — -30% -46% საუდის არაბეთი — შემცირდა -34% სასტუმროების სექტორი: მზარდი დატვირთვა და ფასებიტურიზმის აღდგენასთან ერთად, მნიშვნელოვანი გაუმჯობესება დაფიქსირდა სასტუმროების სექტორშიც. 2026 წლის 9 თვეში მსხვილი ბრენდული სასტუმროების საშუალო დატვირთვამ 65% შეადგინა, რაც 3 პროცენტული პუნქტით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს. სექტემბერში დატვირთვამ 86%-ს მიაღწია.მნიშვნელოვნად გაიზარდა ოთახის საშუალო დღიური ღირებულებაც (ADR): 9 თვის საშუალო ADR 14%-ით გაიზარდა და $150-ს გადააჭარბა ($154). მესამე კვარტალში საშუალო ADR-მა $190-ს მიაღწია (+25%), ხოლო პიკურ აგვისტოში $210-ს მიაღწია (+37%). სასტუმროების სექტორის ძირითადი ინდიკატორები მაჩვენებელი 2026 წლის 9 თვე პიკური მაჩვენებელი / III კვარტალი სასტუმროების საშუალო დატვირთვა 65% (+3 პ.პ.) 86% (სექტემბერი) ოთახის საშუალო ფასი (ADR) $150 $ (+14% წლიურად) $210 (აგვისტო, +37%)

1793100755